ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს

AutoSharing Option
26 წლის ქართველი ნახევარმცველი ლუკა ზარანდია პოლონეთის რანგით მე-2 ლიგის მონაწილე კიელცეს "კორონას" წევრი გახდა და იქ სეზონის ბოლომდე ითამაშებს - ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი წერს.

ერთ დროს ლუკას მართლაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, მისი კარიერა სათანადოდ ვერ განვითარდა. დაახლოებით 2 წელია, ზარანდია კარიერის გაგრძელებას ვერ ახერხებდა.

ქართველ ნახევარმცველს პოლონეთში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს - 3 სეზონი "არკას" ღირსებას იცავდა, სადაც 6 გოლის გატანა შეძლო.

26 წლის ფეხბურთელის ბოლო კლუბი ყაზახური "ტობოლი" იყო, საქართველოს ნაკრებში კი 2 შეხვედრა
აქვს ჩატარებული.

altნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა

altლუკა ზარანდია ბელგიაში ავარიაში მოყვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეეჰ,უკვე 26 წლისაა და მეორე ლიგაში.როგორ გაეპარა წლები!
სოსო
19:47 30-03-2022
1
ლუკა ძმა როგორმე ამოყვინთე მაქედან მაგრა გვჭირდები. ე არველაძე წაიყვანე ეს აი თუ გინდა მშველელი
ძიგარო
18:21 30-03-2022
4

სიახლეები პოპულარული