გიორგი ჭანტურია - "ახალი მესი", რომელმაც იმედები ვერ გაამართლა

AutoSharing Option
იტალიური საფეხბურთო სააგენტო agentianonimi.com-ი აქვეყნებს სტატიას სათაურით "10 "ახალი მესი", რომლებმაც მოლოდინები ვერ გაამართლეს".

ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმან, რომ სიაში, სხვა 9 მოთამაშესთან ერთად, 25 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურიაც მოხვდა.

"ფეხბურთში ყოველთვის ვეძებთ ახალ ფენომენებს. მათ, ვისაც შეუძლიათ აღმართონ საერთაშორისო ტიტულები, მინიმუმ ერთხელ მაინც მოიგონ "ოქროს ბურთი", დაამყარონ რეკორდები და ა.შ.

ამასთან ერთად, ბევრ ახალგაზრდა მოთამაშეს სუპერვარსკვლავებს ადარებენ. გთავაზობთ 10 ფეხბურთელს, რომლებსაც სხვადასხვა დროს "ახალი მესი" შეარქვეს, თუმცა მათ მოლოდინი ვერ გაამართლეს.

გიორგი ჭანტურია
იმის მიუხედავად, რომ საქართველო მსოფლიოს საუკეთესო
საფეხბურთო სკოლებს შორის არ არის, ეს ქვეყანა ყოველთვის აწარმოებდა ახალგაზრდა ტალანტებს, რომლებიც შემდეგ წარმატებებს აღწევდნენ: კალაძე, ხურცილავა, ქეცბაია, ქინქლაძე, არველაძე, პიონერი პაიჭაძე - ეს მხოლოდ მცირე სიაა კავკასიის რეგიონის პატარა ქვეყნიდან.

გიორგი ჭანტურია - ნამდვილი ტალანტი, რომელიც შეუმჩნეველი სულად არ დარჩენილა. ის 16 წლის ასაკში "ბარსელონაში" მიდის, სადაც ერთ სეზონს ატარებს და სხვადასხვა კლუბის სკაუტებს თავს აწონებს, თუმცა არა კატალონიურ კლუბს.

პირველი ასეთი "ვიტესი" იყო, შემდეგ "კლუჟი" და "ვერონა", თუმცა ის ვერცერთ ამ კლუბში ვერ "აფეთქდა". ახლა კი, მას შემდეგ, რაც რუსული "ურალი" დატოვა, უკლუბოდაა", - ვკითხულობთ agentianonimi.com-ზე.

გიორგი ჭანტურიას გარდა, სიაში შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: გაბრიელ ტორჟე (რუმინეთი), სენ ვუ ლი (სამხრეთი კორეა), სოტრის ნინისი, იოანის ფეტფაზიდისი (ორივე საბერძნეთი), ალენ ჰალილოვიჩი (ხორვატია), კრისტიან ატსუ (განა), მარტინ ოდეგაარი (ნორვეგია), ალან ძაგოევი (რუსეთი), გაი ასულინი (ისრაელი).

altჭანტურია, სერხი რობერტო, იკარდი, რაფინია - ვინ იყვნენ და სად არიან დღეს ბარსელონელი თანაგუნდელები

altანანიძე, ჭანტურია, ოქრიაშვილი - რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე ტრავმიანი ფეხბურთელები

მკითხველის კომენტარები / 11 /
იმდენი მესი გვყავს რო მსოფლიო ცჰემპიონები ვხდებით მალე...მესი არა კვახი ამ ჟურნალისტებმა სულ დააქლიავეს ისედაც არაფრის მაქნისი ჩვენი ფეხბურთელები
gaga
09:40 28-03-2019
0
კარგით რა, ეხლა ვინც არიან ნაკრებში ეს მკვდარი ჯობია იმათ თავდასხმაში და გოლის გამტანობაში.
Bidzia
07:42 28-03-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული