"ეს გადაწყვეტილება ძალიან რთული მისაღები იყო" - ცხადაძე კარიერას ასრულებს

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი სპეციალისტის, კახა ცხადაძის ვაჟმა ბაჩანა ცხადაძემ 31 წლის ასაკში კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ამის შესახებ ცხადაძე "ინსტაგრამზე" წერს.

"დღეს, 31 წლის  ასაკში გადავწყვიტე, პროფესიონალური კარიერა დავასრულო. ეს გადაწყვეტილება ძალიან რთული მისაღები იყო.

ძალიან ბევრს ვმუშაობდი, რომ ადრინდელი დონისთვის მიმეღწია ტრავმის შემდეგ, მაგრამ ძველებური ფორმა ვერ დავიბრუნე. ბოლო ორ სეზონში მიღებულმა მიკროტრავმებმა მენტალურად და ფსიქოლოგიურად გამაძლიერა", - წერს ცხადაძე.

შეგახსენებთ, რომ ცხადაძის ბოლო კლუბი ფრანგული "ბასტია" იყო, სადაც ის 2018 წლის ზაფხულში გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
იქნებ მეორე კახას ვაჟიც მიხვდეს და დაამთავროს , ყოველ შემთხვევაში სანაკრებო კარიერა მაინც....
kakakakaka
18:49 07-01-2019
9
ცხოვრება გრძელდება , წარმატებები.../ (მწვრთნელობა დაიწყე...)
Vasili
14:21 07-01-2019
0

სიახლეები პოპულარული