ბაჩანა ცხადაძე: "ჩელე არენაზე", სადაც ეს მძიმე ტრავმა მივიღე, არასოდეს ვითამაშებ!

AutoSharing Option
მძიმე ტრავმის შემდეგ ბაჩანა ცხადაძე მოედანს უბრუნდება. თავდამსხმელს, რომელმაც "სამტრედიაში" ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში ქობულეთის "ჩელე არენაზე" აქილევსის მყესი გაიწყვიტა, ტრავმის გამო 7 თვე გაუცდა.

ბაჩანა უცხოეთიდან საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და ამჟამად უგუნდოდაა. Sportall.ge-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- პირველ რიგში, გვითხარი, მძიმე ტრავმის შემდეგ თავს როგორ გრძნობ?
- კარგად, გმადლობთ. საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი, სარეაბილიტაციო კურსს მოვრჩი და უკვე შემიძლია თამაში. ახლა უგუნდოდ ვარ და არ ვიცი, მოვლენები როგორ განვითარდება. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელად ვარ, სხვა დანარჩენიც დალაგდება.

- სარეაბილიტაციო კურსი სად გაიარე?
- ტრავმა იმაზე გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან მეგონა და ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა. ოქტომბრის ბოლოს დავშავდი და მალევე სტამბულში ოპერაცია ჩამიტარდა, რომლის შემდეგ დაახლოებით ორი თვე შინ ვიწექი.

შემდეგ, ეროვნული ნაკრების მთავარ ექიმ მერაბ ვარძუკაშვილის რეკომენდაციით, ლატვიურ კლინიკაში გავემგზავრე. იქ რეაბილიტაციის პირველი ეტაპი გავიარე და სიარული ხელახლა ვისწავლე. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის ხარჯი მე დავფარე.

ამის მერე სარეაბილიტაციო კურსი ინდივიდუალურად უნდა გამეგრძელებინა თბილისში. დარბაზში სპეციალური ვარჯიშები დავიწყე. ამ პერიოდში ძალიან დამეხმარნენ თბილისის "დინამოს" ექიმები, დავით ხარაბაძე და ვალერი ჯალაღონია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ.

ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა გურამ კაშიამ ჰოლანდიაში, არნემის "ვიტესის" ფიზიოთერაპევტთან მირჩია რეაბილიტაციის კურსის გაგრძელება და, ცხადია, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. არნემში თითქმის ორი თვე გავატარე. ასეთ მძიმე დროს ახლობელი ადამიანების გვერდში დგომა ბევრს ნიშნავს და მე ეს არასდროს დამავიწყდება.

მადლობა ასევე ჩემთვის იმ უცხო ადამიანებს, რომლებიც ოპერაციის შემდეგ ძალიან თბილად მკითხულობდნენ, მათ შორის "სამტრედიას" გულშემატკივარიც.

- "დინამოს" ექიმებს იცნობ და მეგობრულად დაგეხმარნენ თუ ეს კლუბის ხელმძღვანელის სურვილი იყო?
- ვიცნობ, მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს და რომან ფიფიას თხოვნით მივმართე. მანაც არ მითხრა უარი და მისი მადლიერი ვარ.

- ამბობ, ხარჯები ჩემით დავფარეო, თუმცა კონტრაქტით
"სამტრედიას" ეკუთვნოდი და ტრავმაც მატჩის დროს მიიღე. კლუბი არ დაგეხმარა?
- კი, ტრავმა "სამტრედიაში" მივიღე, მაგრამ ხარჯებთან დაკავშირებით დახმარების სურვილი არავის გამოუთქვამს და სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რატომ.

უბრალოდ, მე გამიმართლა და მამა მყავს, რომელიც ასეთ დროს გვერდში დამიდგა, ყველანაირად დამეხმარა, მაგრამ, ვთქვათ, ჩემ ნაცვლად სხვა ფეხბურთელი ყოფილიყო, რომელსაც დამოუკიდებლად მკურნალობის საშუალება არ ექნებოდა, რა უნდა ექნა? კლუბს ასე უყურადღებოდ უნდა დაეტოვებინა? სამწუხაროა ასეთი რეალობა.

- კარიერის გაგრძელების რა ვარიანტები გაქვს?
- არის რამდენიმე ვარიანტი, მეტწილად უცხოეთიდან. ვნახოთ, რა იქნება. ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სათამაშო პრაქტიკაა.

- რამდენად შესაძლებელია კვლავ საქართველოს ჩემპიონატში შენი ხილვა?
- გამორიცხული არაფერია, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, მე "ჩელე არენაზე", იმ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, სადაც ეს ტრავმა მივიღე, არასოდეს ვითამაშებ!

ისე კი, წელს ეროვნულ ლიგაში არ მითამაშია, მაგრამ ეტყობა დაძაბულობა. რაც ყველაზე მთავარია, გაშუქების მხრივაა პროგრესი და ეს სულ სხვა ატმოსფეროს ქმნის.

ასევე  ყველასთვის სასიამოვნო სიურპრიზია ლევან ყენიას საქართველოში დაბრუნება. მისი ოსტატობა ჩემპიონატის დონეს მხოლოდ აამაღლებს.
555-ს.19 წლის ბიჭი,რომ შალკეს ძირითადში ითამაშებს,მაგისთანები ჰყრია კონა აბაზად?ყენიას და ივან რაკიტიჩს დაახლოებით ტოლი სათამაშო დრო ეძლეოდათ შალკეში და ერთმანეთს ცვლიდნენ.ახლა რაკიტიჩი ბარსელონას ვარსკვლავია,ლევანმა კი მძიმე ტრავმა მიიღო,შემდეგ იმკურნალა და ვარჯიშიც დაიწყო,მაგრამ შალკეს მაშინდელმა მწვრთნელმა,ფელიქს მაგათმა,სრული განკურნება არ დააცადა,დიდი დატვირთვები მისცა და ტრავმაც გამეორდა,ახლა უკვე უფრო მძიმე ფორმით.შენ ეტყობა ასაკით საკმაოდ პატარა ხარ,თორემ ეს ყველაფერი უნდა იცოდე.არადა ლევანი მაშინ საქართველოს ნაკრების მომავლის მთავარ იმედად და საყრდენად მიიჩნეოდა,იგი საკმაოდ ხშირად მარტო,ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე აკეთებდა ხოლმე შედეგს.მას შემდეგ ლევან ყენია სულ ებრძვის ამ ტრავმას და ჩვენ ვალდებულები ვართ, მას გვერდში დავუდგეთ.თუ ლევანმა შესძლო და თუნდაც ერთი წელი უტრავმოდ ითამაშა,დამიჯერე,ჩვენი ნაკრების თამაში სულ სხვა იქნება.
სოსო
07:29 20-05-2017
0
კონტრაქტში არ გეწერა შე დალოცვილო?აქ რას წუწუნებ მოუთხოვე სადაცაა მოსათხოვი
tarzana
01:19 20-05-2017
0
ყენია თვითონ ასამაღლებელია და მაგან რა დონე უნდა აამაღლოს ერთი საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელია. მასეთები კონა აბაზად ყველგან ყრია...... ახლა არ დაწეროთ ღვარძლიანი კომენტარია, ეს სიმართლეა, სიმართლე თანაც მწარე.....
0
კიდევ ერთი მსხვერპლი მაგ მოედენის(თუ შეიძლება მოედანი რომ უწოდო.)ისე მესმის კლუბების ფინანსუ რი მდგომარეობა,მაგრამ სულ თუ არა რაგაც მაინც დაეფარათ...ეს კონტრაქტში უნდა მიუთითონ,თორე ისე ეხლა ვინ რას დაგეხმარება.სამწუხარო რეალობაა
კახა ქირია
18:54 19-05-2017
0
kvela fexburtels 100%iani dazgveva unda hkondes da garantia imisa, rom umkurnaleben tramvis shemtxvevashi, zalian chamorchenili kvekana vart, aseti prezedentebi arzet kvekanashi ar xdeba, kobiashvili ki amartlebs imedebs, done itevs))))
komagi
18:51 19-05-2017
0
ცეცაძემ ფაშვში გაუშვა ცხადაძის სამკურნალო ფული ეტყობა :)))
odala
18:37 19-05-2017
0
ფედერაციას ერთ დროს მკაცრი მოთხოვნები ქონდა სტადიონების მიმართ,რატო დუმს???
0
გუნდები არ უნდა გავიდენ სათამაშოთ. ჩაუთვალონ წაგება.ამ მოედანზე
გივი
16:45 19-05-2017
0
smt-ს უნიჭო თუ იყო რატო მოიყვენეს სამტრედიის ნიჭიერმა მენეჯერ-მწვრთნელებმა გუნდში? გუნდში, ჩემპიონთა ლიგაზე რომ უნდა წარადგინოს ქვეყანა, ასეთი დამოკიდებულება რომაა მსგავსი საკითხების მიმართ ზუსტად ასახავს დღევანდელი ქართული ფეხბურთის დონეს! რატომ გვიკვირს ჩვენი ფეხბურთის გულსაკლავი მდგომარეობა მერე გასაკვირი სწორედ ეს არის.
ამ ჩელე არენას რომ გადაეკიდნენ კიდე, მშვენიერი საფარი და სტადიონია ტყიბულში, თერჯოლაში, დახარჯოს 2 კაპიკი ფედერაციამ და გაცილებით იაფი დაჯდება იქ თამაშები, ადგილობრივ საფეხბურთო ცხოვრებაში დადებითი მუხტის შეტანას რომ თავი დავანებოთ
Irakli apkhaidze
16:45 19-05-2017
0
ბაჩანა კარგი კაცი ხარ გაიხარე. ყველაფერი წინაა, სულ წარმატებებს გისურვებ. კაცი კი სხვის უნიჭობაზე წერს უკეთესია დაფიქრდეს, ვიდრე ღვარძლებს გამოუშვებს. კაცი რომ დაწერს ერთი თამაში ითამაშაო და ვინ უმკურნლებდაო, ტრამვა რა გეგმიურია და მე-10 თამაშზე უნდა მოსვლოდა და თუ როგორაა? შენს ფეხბურთელს შენ უნდა მიხედო ერთი თამაშიც რომ ვერ ჩაატაროს შენი მიზეზით. არ მგონია საკუთარი სურვილით იყო ჩასული ბაჩანა ჩელე არენაზე.
gizog
16:35 19-05-2017
0
Smt tkvenairi xalxia kartul fexburts ro klavs !! Travmian adamianze mitumetes eseti mzime travmis mere ena rogor unda mogcer brundes ro cudi tkva!!! Samcuxaro realobaaa
0
Martalia es kaci !!! Travmas miigeb tu ara egreve icvleba klubis midgoma fexburtelisadmi !!! Misabadzia !!!
Levani
16:14 19-05-2017
0
თომაშვილს ტრამვა რომ ქონ და სამტრედამ უპატრონა, 10000 დაუჯდა მისი მკურნალობა. იმან კაცური პირობა დადო, 1 წელს კიდევ აქ გავატარებო, მაგრამ მერე ადგა გულვერა და გადააგდო სამტრედია. ახლა ცხადაძის უნიჭო ბიჭის გამო, რომელმაც ერთი შეხვედრა ჩაატარა კლუბში, ბანკის ვალები უნდა აეღო გუნდს თU რა უნდა ექნა? ცოტა რეალობასაც შეხედეთ. ვითომ არ იცოდეთ რა დღეშია ქართული კლუბები. მანჩესტერში ხომ არ ეგონა მაგას თავი?
0
eg bichi me mgoni samtrediashi tamashobda tramva, rom miigo, xom ar vzdebi? mere egre unda moekznen fexburtelebs, rom operaziis da mkurnalobis fuli ar gadauxadon? rogor unda mogindes saertod aset ligashi tamashi fexburtels, upatrono kvekana(((
kai bichi
15:45 19-05-2017
0
chele arenaze kidev xelovnur safarianis dageba , rom undat eg magari gadatkvetliebaa, kobiashvilma siamakit ganazxada gamovzlit safarso))))uxarisxoebis da araprofesionalizmis bumia sakartveloshi.
data
15:39 19-05-2017
0
egrea chveni amaglebuli donis chempionati, fexburtelebs kisers atexieben uvargiss safarze da mere arz patronoben, tavis xarjebit mkurnaloben.
jason
15:34 19-05-2017
0
სიახლეები პოპულარული