"არკა " - "ვისლა 3:3: ზარანდიამ თეთრმეტმეტრიანი მოინადირა, მერებაშვილს არ უთამაშია

AutoSharing Option
21 დეკემბერს, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-20 ტურში ლუკა ზარანდიას "არკა" გდინიაში დაუზავდა (3:3) გიორგი მერებაშვილის პლოცკის "ვისლას".

ციოდა, ნისლი იყო და მაიევსკის სახელობის 15 139-იან სტადიონზე თავისი გუნდის მხარდასაჭერად მხოლოდ 3 901 გულშემატკივარი მივიდა.

თავიდან 2:0 სტუმრები დაწინაურდნენ, შემდეგ მასპინძლებმა ჯერ ერთი ბურთი გაქვითეს, შემდეგ კი 62-ე წუთზე ზარანდიამ პენალტი გამოიმუშავა (მცველმა ადამ ძვიგალამ წააქცია), რომელიც მიხალ იანოტამ გაიტანა. მანვე 84-ე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა, მაგრამ 89-ე წუთზე პლოცკელემა ქულის გადარჩენა მოახერხეს.

დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია მერებაშვილს.

"არკა" 25 ქულით მეცხრე
ადგილზეა, ხოლო "ვისლა" 20 ქულით მეთორმეტეზე.

"არკა" 10 იანვარს "კორონას" უმასპინძლებს, "ვისლა" კი სტუმრად "იაგელონიას" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაისას რა ვუთხარი, მაგ ბიჭს მეტი დრო რომ არ დაუთმო და საერთოდ რა პრინციპით არჩევს იგროკებს ნეტა.
ვასო
15:44 22-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული