"სპარტაკმა" ანანიძის გარეშე "ანჟი" დაამარცხა და 1/4 ფინალში ჭანტურიას "ურალს" შეხვდება

AutoSharing Option
1 ნოემბერს რუსეთის თასის 1/8 ფინალში მოსკოვის "სპარტაკმა" "ოტკრიტიე არენაზე" 1:0 დაამარცხა მახაჩკალის "ანჟი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მატჩმა დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 45 360-იანი სტადიონი მესამედით გაივსო.

"სპარტაკის" დროებითმა მწვრთნელმა რაულ რიანჩომ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე განაცხადში კი შეიყვანა, მაგრამ არ ათამაშა.

მეოთხედფინალში "სპარტაკი" ეკატერინბურგის "ურალს" შეხვდება, რომელმაც 31 ოქტომბერს შინ "ნიჟნი ნოვგოროდს" დამატებით დროში 2:0 სძლია. ტრავმით გამოწვეული ექვსთვიანი პაუზის შემდეგ "ურალში" ბოლო 15 წუთი იასპარეზა ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ჭანტურიამ და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული