ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლუკა ზარანდიამ "კორონასთან" მატჩში ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
პოლონური "არკას" ნახევარმცველმა ლუკა ზარანდიამ "კორონასთან" თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში ტრავმა მიიღო.

ქართველი ფეხბურთელი ამის გამო შეხვედრის მე-60 წუთზე შეცვალეს. ზარანდიას შესაძლოა მარჯვენა ფეხის ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება ჰქონდეს.

რამდენად სერიოზულია ტრავმა, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში "არკამ" ნიკა კაჭარავას "კორონას" 1:0 სძლია და ფინალში გავიდა.

▶ ლუკა ზარანდიას შესანიშნავი დრიბლინგი, რის გამოც მეტოქემ "მოჩეხა" [VIDEO]