ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ზარანდიას "არკამ" კაჭარავას "კორონა" დაამარცხა და თასის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
17 აპრილს ლუკა ზარანდიას "არკამ" პოლონეთის თასის ნახევარფინალში ნიკა კაჭარავას "კორონა" ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ზარანდიას გუნდი ფინალში გავიდა, რადგან სტუმრად ანგარიშით 1:2 ჰქონდა მოგებული.

კაჭარავაცა და ზარანდიაც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, პირველმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მეორე მე-60 წუთზე შეცვალეს.

"არკა" ფინალში "ლეგიასა" და "გურნიკს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.