"გენტის" სპორტული დირექტორი: ყველაფერი ფული არაა და გიორგი ჩაკვეტაძე ჩვენთან დარჩება

AutoSharing Option
ბელგიურმა საიტმა Voetbalprimeur.be-მ "გენტის" მენეჯერისა და ტექნიკური დირექტორის, მიხაელ ლუვაგის კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ის გიორგი ჩაკვეტაძეზე საუბრობს.

"გენტს" შეუძლია გიორგი ჩაკვეტაძე 2 წლით შეინარჩუნოს. რა თქმა უნდა, ის მომავალ სეზონშიც ჩვენს რიგებში დარჩება.

ჩვენ ჩემპიონობისთვის გვსურს ბრძოლა და არ შეიძლება ყოველ წელს გუნდის საუკეთესო მოთამაშეები გაუშვა".

ლუვაგს ჰკითხეს, რას მოიმოქმედებდა, როდესაც მაგალითად, ბელგიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, "ანდერლეხტის" მფლობელი მარკ კოუკე 12 მილიონ ევროს შესთავაზებდა.

"უკვე ვთქვი, რომ ყველაფერი ფული არაა
და გიორგი ჩაკვეტაძე კლუბს არ დატოვებს. ის მხოლოდ 18 წლისაა და ჩვენ მისი კარიერის გეგმა უნდა დავსახოთ.

ჩემი აზრით, ჩაკვეტაძე "გენტში" კიდევ 2 წელი უნდა დარჩეს და როდესაც 20 წლის გახდება, მაშინ შეუძლია წავიდეს", - აღნიშნა ლუვაგმა.

▶ Buffalo TV-მ გიორგი ჩაკვეტაძეს ვიდეოსიუჟეტი მიუძღვნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
გენტს ძალიან კარგი შანში აქვს ჩემპიონობის და ლიგაზე გასვლის.
ჩაკვეტაძე თამაშობს აშკრად ჩანს მისი პროგრესი უმატებს და დროთაგანმავლობაში უფრო დაღვინდება.
მომავალ წელს თუ ლიგაზე ითამაშებს ძალიან კარგი შანსი ექნება ტოპ გუნდში გადასვლის და გენტიც გაუშვებს თუ ექნება კარგი შემოთავაზება.
მისთვისაც უკეთესი იქნება უფრო კარგი პირობებით გამოცდილებით და ჩემპიონის ან ვიცე ჩემპიონის სტატუსით წასვა მაღალი დონის კლუბში.
გიორგი
17:26 10-04-2018
4
ფიფია კითხულობს და ფრჩხილებს იკვნეტს . . . მაგ ფულიდან ნახევარი ფიფიასია . . . დინამო არა ტოლმა . . . ფიფიას უნდა ფულები !
მესი
17:58 10-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული