ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

sport-express.ru: საბა კვირკველიამ ძალიან ცუდად ითამაშა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ატლეტიკოსთან" განადგურების (1:5) შემდეგ, რუსულმა "სპორტ-ექსპრესმა" "ლოკომოტივის" მცველის საბა კვირკველიას ასპარეზობა 4 ბალით შეაფასა და მისი თამაში ასე დაახასიათა:

"ისევე როგორც მისმა ყველა პარტნიორმა, მატჩი ძალიან სუსტად ჩაატარა. პირველი გოლისას ჩორლუკასთან ერთად პოზიცია დატოვა, ზონაში ხვრელი დარჩა და დაცვის ცენტრში დამზღვევი არავინ იყო.

მეორე ტაიმის დასაწყისში საულს ხელი ვერ შეუშალა და გოლი გავიდა. მეოთხე გოლისას ბურთი ფეხებშუა გაუძვრა, ხოლო მეხუთე გოლისას რიბუსი ვერ დააზღვია".
ასევე დაგაინტერესებთ