შვეიცარიის სუპერლიგის 25-ე ტურში ქართველი ნახევარმცველის ვაკო გვილიას გოლით "ლუცერნმა" "ბაზელი" 1:0 დაამარცხა და welovefootball-მა ზედიზედ მესამედ შეიყვანა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.
ვაკო "ლუცერნში" იანვარში გადავიდა და 5 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო მისმა გუნდმა ამ 5 შეხვედრიდან 3 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.