საბა კვირკველია: მიხარია, რომ ჩვენი მომავალი მეტოქე "ატლეტიკოა"

AutoSharing Option
ევროპა ლიგის 1/8-ფინალში მოსკოვის "ლოკომოტივს" ყველაზე ძლიერი და უხერხული მეტოქე "ატლეტიკო" შეხვდა, თუმცა "ლოკოს" მცველმა საბა კვირკველიამ championat.com-ს განუცხადა, რომ ამ გუნდთან თამაში სურდა:

"წილისყრისთვის არ მიყურებია, რადგან საქართველოში მივფრინავდი. კენჭისყრის შედეგი ვიცი. მიხარია, რომ ჩვენი მომავალი მეტოქე "ატლეტიკოა". ახლა ვნახავთ, რა დონეზე ვართ და რა შეგვიძლია. მატჩებისთვის სერიოზულად მოვემზადებით. "ნიცასთან" თამაშებისთვისაც სერიოზულად ვემზადებოდით. ფრანგული გუნდიც სერიოზული მოწინააღმდეგე იყო.

ასეთ მეტოქესთან თამაში კლუბისთვის კარგია. ჩემთვის გრიზმანის წინააღმდეგ თამაში ძალიან საინტერესოა. დაწვრილებით მხოლოდ მატჩის შემდეგ შემიძლია გელაპარაკოთ. მინდოდა "ატლეტიკოს", "მილანს" ან
"არსენალს" შევხვედროდით. მადლობა მინდა გულშემატკივრებს გადავუხადო, ასეთ ყინვაში რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირეს. ყოველ მატჩში ბოლომდე დავიხარჯებით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული