იმედი გვქონდა, რომ "მორიერენსედან" "რიო ავეში" გადასული საქართველოს ნაკრების 27 წლის გოლკიპერს გიორგი მაკარიძეს ახალ გუნდში სტაბილურად მოუწევდა თამაში, მაგრამ ისევე როგორც წინა შეხვედრაში "ბოავიშტასთან", პორტუგალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში "პორტიმონენსესთანაც" მწვრთნელმა მიგელ კარდოსომ კარში რუი ვიეირა ჩააყენა.
"რიო ავე" 1:4 დამარცხდა, 33 ქულით მე-5 ადგილზეა და 3 თებერვალს შემდეგ ტურში ლისაბონში "ბენფიკას" ხვდება.
არადა, გიორგიმ თქვა, რომ ახალ გუნდში ძირითად მეკარეობას პირდებოდნენ და ეგებ, "პორტიმონენსესთან" განადგურების შემდეგ, "ბენფიკასთან" ათამაშონ.