გიორგი პაპუნაშვილმა "ჰენან ცზიანს" გოლი გაუტანა

AutoSharing Option
ამ დილით "ლა რომარედაზე" "სარაგოსა" ექსპერიმენტალური შემადგენლობით ჩინეთის "ჰენან ცზიანს" შეხვდა. მატჩი 2:2 დასრულდა. მასპინძელთა გუნდიდან გოლები ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა და ანხელ მარტინესმა გაიტანეს, ხოლო ჩინური გუნდიდან ვეტერანმა პორტუგალიელმა თავდამსხმელმა რიკარდო ვაზ ტემ.

სეგუნდას 22-ე ტურში "ტენერიფესთან" 1:0-ზე მოგებულ შეხვედრაში გიორგი სათადარიგო იყო, სულ კი ამ სეზონში ჩემპიონატზე 14 თამაშში 1 გოლი გაიტანა.

"სარაგოსა" 27 ქულით ჩემპიონატზე მე-13 ადგილზეა და შემდეგ ტურში, 20 იანვარს სტუმრად "გრანადას" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული