ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე "ემპოლის" დატოვებს

AutoSharing Option
Pianetaserieb.it-ის ცნობით, "ემპოლი", რომელიც სერია B-ში მე-3 ადგილზეა და სერია A-ში დასაბრუნებლად იბრძვის, სატრანსფერო ფანჯრისას შემადგენლობას ნაწილობრივ გადაახალისებს.

კერძოდ, მწვრთნელმა აურელიო ანდრეაზოლიმ გადაწყვიტა ქართველი ფორვარდის ლევან მჭედლიძის გაშვება, რადგან ტრავმირებულია და პირველ წრეში გუნდს ვერ დაეხმარა.

"ემპოლი" იჯარით აიყვანს ნახევარმცველებს მუსა კონეს (ჩეზენა) და სამუელ გუსტაფსონს (ტორინო).

ერთი კვირის წინ გაუწყეთ, რომ ლევანი თბილისში "ემპოლის" ფიზმომზადების მწვრთნელთან ფრანჩესკო ფინიჩისთან ერთად იმყოფება.