ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯაბა ჯიღაური "გაბალა" თუ "ზირა"?

AutoSharing Option
ჯაბა ჯიღაურმა ცოტა ხნის წინ დატოვა მაკედონიური "ვარდარი" და ახალი კლუბის ძიებაშია.

როგორც ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები იუწყებიან, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველთან მოლაპარაკებებს ერთდროულად ორი აზერბაიჯანული კლუბი აწარმოებს. ესენი არიან ამ დროისთვის აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მე-2 ადგილოსანი "გაბალა" და მე-3 ადგილოსანი "ზირა".

ჯაბა ჯიღაურისთვის "გაბალა" უცხო გუნდი არ არის, მას ევროპა ლიგის შესარჩევში "დინამოს" მეტოქისთვის გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია ისიც, რომ "გაბალა" თბილისში გაივლის შეკრებას, აქ კი ამხანაგურ შეხვედრაში "დინამოს" და "საბურთალოს" დაუპირისპირდება.