გიორგი მერებაშვილი: კლუბი გადაწყვეტს, გამომიშვებს თუ არა საქართველოს ნაკრებში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა Sportall.ge-სთან საუბარში აზერბაიჯანის ნაკრებთან მომავალ ამხანაგურ მატჩზე ისაუბრა.

მერებაშვილს ასევე საკლუბო ამბებზეც დავეკითხეთ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქართველმა ფეხბურთელმა "პლოცკის" მაისურით მორიგი გოლი გაიტანა.

- პირველ რიგში, გილოცავ მორიგ გოლს "სანდეციასთან". რას იტყვი, "პლოცკი" არის შენი კარიერის პიკი თუ ჯერ ადრეა?
- მადლობა მოლოცვისთვის. რთულია, წინასწარ რაიმე გათვალო და დაგეგმო. ვცდილობ, რომ შედეგიანი ვიყო და წარმატებულად ვითამაშო. ხოლო რაც შეეხება დანარჩენს, მომავალი გვიჩვენებს. თუ იქნება უკეთესი შემოთავაზებები, მაგაზე კარგი არაფერი იქნება და დანარჩენი ყველაფერი
ჩემზეა დამოკიდებული.


- საქართველოს ნაკრები თებერვალში ამხანაგურ მატჩში აზერბაიჯანს დაუპირისპირდება. რა ინფორმაციას ფლობ მეტოქეზე და როგორ შეაფასებ?
- ჯერჯერობით არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, გარდა იმისა, რომ ნაკრებს აზერბაიჯანთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა. ამ ეტაპზე ამაზე არ ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ სეზონის ბოლო მატჩი მაქვს ამ წელს ჩასატარებელი და შემდეგ ვფიქრობ, მაქსიმალურად დავისვენო, აღვიდგინო ენერგია, რათა მომავალ წელს კარგად შევხვდე და მზად ვიყო დაგეგმილი მატჩებისთვის.

რაც შეეხება ნაკრების თამაშს, ძალიან კარგია, რადგან ნაკრების ბირთვი უფრო მეტად ჩემოყალიბდება და უფრო მეტად შეთამაშდება, რაც აუცილებლად წაგვადგება შესარჩევ ეტაპზე.

- ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ თებერვალში კლუბები არ უშვებენ ფეხბურთელებს და არ გვეყოლება ლეგიონერები. რა ხდება ამ მხრივ შენთან?
- ჯერჯერობით არ ვიცი, მაგ პერიოდში კლუბთან ერთად შეკრებაზე ვიქნები და მაგ თემასთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელობასთან არ მისაუბრია. არც ვიცი, გამომიძახებენ ნაკრებში თუ არა. აქედან გამომდინარე, ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი. უახლოეს პერიოდში დაიწყება მოსამზადებელი ეტაპი. თუ ვიქნები გამოძახებულთა სიაში, კლუბი გადაწყვეტს, გამომიშვებს თუ არა.

- "პლოცკი" ვერ ახერხებს ბოლომდე სტაბილურად თამაშს. რითია გამოწვეული ეს და რას ფიქრობ, შეძლებთ ევროზონის გუნდებში მოხვედრას?
- ახალი გუნდი ვართ, ფაქტობრივად, წელს ჩამოყალიბდა და ბევრი ახალი ფეხბურთელი არის, მათ შორის, ახალი სამწვრთნელო შტაბი გვყავს და როცა ახალ გუნდს აშენებ, ყველას სჭირდება დრო. აქედან გამომდინარე, ეს არის მიზეზი, სტაბილურად რომ ვერ ვახერხებთ თამაშს. ვცდილობთ, რვა საუკეთესო გუნდში მოვხვდეთ და არცთუ ისე დიდი ქულათა სხვაობა გვაშორებს. მე ვფიქრობ, გვყავს ისეთი გუნდი, რომ რა მიზანიც აქვთ კლუბსა და ფეხბურთელებს, მაქსიმალურად განახორციელებენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არა ვაისი რომ ამბობს ბოლო სტატიაში, ნახევარი გუნდი არ მეყოლება, გუნდები არ გამოუშვებენო, სლოვაკეთში, უკრაინაში, პოლონეთში, და დანიაში შუა თებერვლამდე შესვენებაა და რატო არ გამოუშვებენ? ანუ ისევ ვერ ვნახავთ ნაკრებში ჭანტურიშვილს და ბერიძეს, ზარანდია საინტერესოა, ესპანელები და ებრალიძე კაი გადამწყვეტი თამაშებიაქვთ, ავთოს მაინჩ არ უძახის, რა დააშავა არ ვიცი. ვნახოთ რა. იქნება დაგვადგეს საშველი
gigaa
19:39 15-12-2017
0
კარგი ფეხბურთელია,და უფრო მეტს იმსახურებს
b.........
13:45 15-12-2017
2
სიახლეები პოპულარული