ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ვახტანგ ჭანტურიშვილის გოლით ტრნავას "სპარტაკმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
სლოვაკეთის სუპერლიგის მე-19 ტურში ტრნავას "სპარტაკმა" სახლში 1:0 დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი პრეშოვის "ტატრანი", 40 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს "ზილინას" 9 ქულით უსწრებს.

ამ შეხვედრაში, რომელსაც 18 448-იან სტადიონზე 2 321 მაყურებელი დაესწრო, ერთადერთი გოლი მე-2 წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა გაიტანა.

სლოვაკეთის მიმდინარე ჩემპიონატზე ვახტანგმა 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.
ასევე დაგაინტერესებთ