ლეგიონის ანონსი: ევროპა ლიგაზე პირველი კვირკველიაა, შანსი დანარჩენებსაც აქვთ

AutoSharing Option
დღეს ქართველი ლეგიონერები თავიანთ შესაძლებლობებს ევროპა ლიგაზე გამოცდიან. ბოლო სეზონებში, ყველაზე მეტი ქართველი ევროტურნირებში წელს მონაწილეობს.

ქართველთა გუნდებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, დაძლიონ ჯგუფური ეტაპი.

22:00
მოსკოვის "ლოკომოტივი"- "შერიფი": ქართველ ლეგიონერთა გუნდებს შორის "ლოკომოტივი" ერთადერთია, რომელიც ჯგუფში პირველ ადგილზეა, მაგრამ ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული არ აქვს. საბა კვირკველიას გუნდს ჯგუფში ორი ფრე და ერთი მოგება აქვს.

"შერიფმა" სამივე თამაში ჯგუფში ფრედ ითამაშა. საბა კვირკველია შესაძლებელია სათადარიგო შემადგენლობაში ვიხილოთ, ქართველ მცველს მცირე ტრავმები აწუხებს.

00:05
"სოსიედადი"-"ვარდარი": ჯაბა ჯიღაური პერიოდულად ხვდება ძირითად შემადგენლობაში და ვნახოთ,
ენდობა თუ არა მაკედონიელთა მთავარი მწვრთნელი დღეს.

"ვარდარს" ჯგუფში ძალიან რთულად აქვს სიტუაცია და დღესაც თეორიული შანსები აქვს გამარჯვების. წაგების შემთხვევაში მაკედონიური გუნდი ჯგუფში ჩარჩება.

"ვარდარი" "ზენიტთან" 0:5 განადგურდა, "როსენბურგთან" 3:1 დამარცხდა და 6:0 განადგურდა "სოსიედადთან". სამივე თამაშში ჯაბა ჯიღაური ძირითად შემადგენლობაში იყო.

"ვიტესი"-"ვარეგემი":
უამრავი მცდელობის შემდეგ არნემელთა ქართველი კაპიტნის, გურამ კაშიას გუნდი ევროპა ლიგაზეა, მაგრამ ჯერ კიდევ მოუგებლად ასპარეზობენ და დღეს მათი ბოლო გაბრძოლება იქნება ჯგუფიდან გასასვლელად. წაგების შემთხვევაში თეორიული შანსები დარჩებათ.

ორივე გუნდმა პირველი ორი თამაში "ლაციოსთან" და " ნიცასთან" დათმო, წინა შეხვედრა კი ფრედ ითამაშეს. გურამ კაშიას თუ ტრავმა არა აქვს, ტრადიციულად, ძირითად შემადგენლობაში იქნება.

"კიოლნი"-"ბატე": ვაკო გვილია წინა შეხვედრაში სათადარიგო იყო. ბელორუსული კლუბი გერმანულ გუნდს, ალბათ, მეორე ნომრად ეთამაშება და ვაკოს სტილის მოთამაშეები ასეთ მატჩში იდეალური დასაყრდენია. მაგრამ მწვრთნელთან ცუდი ურთიერთობა ვაკოს სათამაშო ფორმას ანადგურებს.

ბორისოველთა გუნდმა წინა ტურში სახლში დაამარცხა "კიოლნი", ხოლო სხვა მატჩებში მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა მოგროვებული. პირველ ტურში "ცრვენა ზვეზდას" ფრედ ეთამაშა და მეორე ტურში "არსენალთან" წააგო. "ბატე" ამ დროისთვის მე-2 ადგილს იკავებს ჯგუფში.

A ჯგუფი

სლავია-ვილიარეალი 22:00
მაკაბი-ასტანა 22:00

B ჯგუფი
იანგ ბოიზი-დინამო კ 22:00
პარტიზანი-შკენდერბეუ 22:00

C ჯგუფი
ლუდოგორეცი-ბრაგა 22:00
ბაშაქშეჰირი-ჰოფენჰაიმი 22:00

D ჯგუფი
აეკ-მილანი 22:00
რიეკა-აუსტრია 22:00

E ჯგუფი
აპოლონი-ატალანტა 22:00
ლიონი-ევერტონი 22:00

F ჯგუფი
ლოკომოტივი-შერიფი 22:00
კოპენჰაგენი-ზლინი 22:00

G ჯგუფი
სტიაუა-ბეერ შევა 00:05
პლზენი-ლუგანო 00:05

H ჯგუფი
არსენალი-ცრვენა ზვეზდა 00:05
კიოლნი-ბატე 00:05

I ჯგუფი
ზალცბურგი-ქონია 00:05
გიმარაეში-მარსელი 00:05

J ჯგუფი
ჰერტა-ზორია 00:05
ბილბაო-ოსტერსუნდსი 00:05

K ჯგუფი
ლაციო-ნიცა 00:05
ვიტესი-ვარეგემი 00:05

L ჯგუფი
რუსენბორგი-ზენიტი 00:05
სოსიედადი-ვარდარი 00:05
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტა 7 ნოემბერს ეს სტატია 2-ში დაწერე4ლი, კიდევ რატომ არის მოწინავე, ა?
alexandre
15:09 07-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული