გურამ კაშიამ LGBT-ფერებიან სამკლავურზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

AutoSharing Option
AUTO PLAY
არნემის "ვიტესის" კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ "ჰერნევენთან" (4:0) მატჩში LGBT-ფერებიანი კაპიტნის სამკლავურის გამო განმარტება გააკეთა.

აღნიშნულის შესახებ ქართველ ფეხბურთელს ჰოლანდიური გამოცემა nos.nl-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, რადგან ამ ქმედების გამო კაშია სოციალურ ქსელებში ქართველმა მომხმარებლებმა გააკრიტიკეს.

"ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და ძალადობის წინააღმდეგი ვარ. სანამ ადამიანი სხვებს ცუდს არ გაუკეთებს, მე მას მხარს დავუჭერ. რთულია ახსნა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იღებს.

ძალიან ცოტანი იყვნენ, ვინც ჩემს "ფეისბუქგვერდზე" გამოხატა უკმაყოფილება და რა თქმა უნდა, მე ამისთვის
დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ისინი ჩემით იმედგაცრუებულები იყვნენ. ეს არის და ეს.

მაგრამ მე არ მინანია, რაც გავაკეთე, ეს იყო ჩემი პასუხისმგებლობაც. მე არ ვღელავ იმაზე, თუ ვინ ხარ შენ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში. თუ არაფერს უშავებ სხვა ადამიანებს, შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა, რომ იყო. ეს ჩემი ხედვაა და ასე არის ჰოლანდიაშიც. რამდენიმე ადამიანი ამით იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს", - განაცხადა კაშიამ.

ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა ასევე ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გიგაურის შესახებ ჰკითხა, რომელმაც თქვა: "ლგბტ კაშია საქართველოს ნაკრებიდან უნდა მოიკვეთოს".

"ეს მისი მხრიდან ძალიან სულელური საქციელი იყო, რადგან თავი რთულ სიტუაციაში ჩაიყენა და უფრო მეტი კრიტიკა ხვდა წილად. საკუთარ ეროვნებას ვერავინ შეიცვლის. ათასობით ადამიანი რომც იყოს წინააღმდეგი, თუ ჩემს ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ, მე აუცილებლად ჩამოვალ სათამაშოდ", - აღნიშნა გურამ კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 69 /
ისე მართლა რას აქტიურობენ ეს ლგბტ-მხარდამჭერები აქ და ყველგან - კომენტარებს რომ გადახედოს ვინმემ იფიქრებს საზოგადოებრივი აზრი გაყოფილია ამ მამათმავლებთან დაკავშირებითო და ამ დროს საქართველოს მოსახლეობის 90% მეტი კატეგორიულად წინააღმდეგია ყველაფერი იმისა რასაც კაშია და კალაძე ასე თავდადებით უჭერენ მხარს, მით უმეტეს ამ უაქტიურესი გეი- პროპაგანდის!
luka di montizemolo
24 ოქტომბერი 2017 10:41
4
თუ ძალადობის წინააღმდეგ გამოდიხარ მაშინ ყველას მიმართ ძალადობის წინააღმდეგი უნდა იყო და არა გარკვეული გარკვეული ჯგუფების მიმართ და სხვებმა რა დააშავეს ჩემს სამშობლოში ვერ გაიგესო ეს რას ნიშნავდა ყველამ კარგად გაიგო თავში ნუ აგივარდებათ გაფერადება განათლებას არ ნიშნავს
sos
24 ოქტომბერი 2017 10:05
3
ყველაფერი სწორად თქვა, ისე როგორც უნდა ეთქვა, მაგრამ ერთი უნდა დაემატებინა, რომ კრიტიკოსებისათვის და ვაი ლიბერალებისთვისაც გასაგები ყოფილიყო, რომ ამ სამკლაურის გაკეთებით გარდა იმისა რომ პატივს ცემს სხვის თავისუფლებას, არანაირად არ უწევს რეკლამას LGBT თემს!!! ვიცი რომ ასეა, მაგრამ რატომ არ თქვა ეს არ ვიცი, უნდა ეთქვა, მით უმეტეს ჰოლანდიელებისათვის, თუმცა მე რა ვიცი იქნება მოსწონს კიდეც მათთვის რეკლამის გაკეთება?
bs
24 ოქტომბერი 2017 09:42
4
ამ ბოლო დროს შეცდომებს უმატა ეტყობა თვალი გაურბის
nnn
24 ოქტომბერი 2017 08:58
6
მიდი გურამ შეუბერე მაგარი კაციც ხარ და პატრიოტიც. მგონი სასტავი ვერ ხვდება როო ესე უბრალოდ კაპიტნის სამკლაურს ვერ მოისვრიდა და ეტყოდათ რომ მისი ფერის გამო ვერ ითამაშებდა იმიტომ რომ კავკასიელია და ჩვეთან ესე არ მოსულა. ითამაშა და დაამთკიცა რომ პროფია თავისი საქმის. უაზრო კრიტიკას კიდე ჯობია ყველამ თავისი საქმე აკეთოს ტორე ამდენი უცოდინარის გადამკიდე ბოლომდე ჩამოინგრევა ისედაც ამორტიზირებული ჩვენი ლამაზი სამშობლო( სხავათაშორის ოდითგანვე ტოლერანტობით გამორჩეული)
opizar
24 ოქტომბერი 2017 06:57
47
ჯიგარი ხარ გურამ მიაწექი! ბნელები ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან!
დათო
24 ოქტომბერი 2017 05:28
50
სერიოზულად წერთ ამ კომენტარებს? თავისი აზრის დაფიქსირების გამო აგინებთ ტიპს? აბა სკამით უნდა გაიჩითოს 17 მაისს თუ რა გინდათ ვაბშე
adam
24 ოქტომბერი 2017 03:27
51
სკამი არა. ბიკინით და პომადით გაიაროს რუსთაველზე სოლიდარობის მიზნით და შენც შეუერთდი
lashamax
24 ოქტომბერი 2017 06:42
5
ეს ლიბერალები მაინც რა ორგანიზებულად წერენ ხოლმე კომენტარებს ყველგან).. ისე წელს რამდენადაც ფაჩულიამ გვასახელა, იმდენად კაშიამ მოგვჭრა თავი სამწუხაროდ( არადა რამდენი წელი ვგულშემატკივობდი ,ვიტესს' კაშიას და ვაკოს ხათრით!
ლაზი
24 ოქტომბერი 2017 02:46
10
კაშია ევროპაში ცხოვრობს უკვე წლებია და მასში უკვე გაიდგა ღრმად ევროპულმა "ნეო ლიბერალისტურმა" ფესცვებმა რაც მაშტაბურად არის მოდებული მთელს ევროპაში და საქართველოშიც ცდილობენ,რომ ეს დაამკვირონ ეს არა არის გასაკვირიდი და რაღაც ახალი.
მე არ მინახავს ადამიანი იმის გამო მოეკლათ, რომ ის არის ჰომოსექსუალი უამრავი არატრადიციული ორიენტაცის ადამიანი ცხოვრობდა და ცხოვრობს საქართველოში და მათ არანაირი პრობლემები არ აქვთ ამის გამო,მაგრამ ნამდვილად არ არის მოსაწონი როდესაც ცისფერები ქალებივით ჩაცმულები დადიან ქალაქში ან გამოდიან ე,წ ტრანსვესტიტები სოციალურ ქსელებში და შეგნებულად აღიზიანებენ ადამიანებს თავიანთი ქცევით იცხოვრონ თავისთვის,მაგრამ საჯაროდ ნუ მოგვახვევენ თავს თავიანთ ორიენტაციას და ცხოვრების დეტალებს.
gio
24 ოქტომბერი 2017 02:20
5
იყვნენ ოღონდ ნუ გამოდიან. ჩემ შვილს ნუ უვარდებიან. ))))))

ცოტა სასაცილოა )))
joni
24 ოქტომბერი 2017 09:25
4
მართლა მგონია რომ ღადაობთ კომენტარებში, ძალიან არგუმენტირებულად ისაუბრა ადამიანმა და ამ ქვეყანაში არგუმენტს მნიშვნელობა არ აქვს მგონი , ადამიანმა თქვა, თავისი პირადი ცხოვრება აქვს ყველას და რასაც უნდა იმას იზამსო და ეგრეც არის, ევროპა რა შუაშია, რუსეთში რო არიან ჰომოსექსუალები და ლესბოსელები ეგრე უნდა და რუსეთში რომ არიან გარყვნილები, 12 წლიდან რომ ქალიშვილობას კარგავენ და სტრიპტიზის და ორალური სექსის სკოლებში დადიან, აი ეგ არის გარყვნილება, ევროპაში კი ეგ ბავშვების უფლებების დარღვევაა... ჩვენ უფრო გარყვნილი ერი რომ ვართ 14 წლის გოგოები რომ მოჰყავთ 30 წლის კაცებს ?
ვახტანგი
23 ოქტომბერი 2017 23:22
38

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული