გურამ კაშიამ LGBT-ფერებიან სამკლავურზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

AutoSharing Option
AUTO PLAY
არნემის "ვიტესის" კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ "ჰერნევენთან" (4:0) მატჩში LGBT-ფერებიანი კაპიტნის სამკლავურის გამო განმარტება გააკეთა.

აღნიშნულის შესახებ ქართველ ფეხბურთელს ჰოლანდიური გამოცემა nos.nl-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, რადგან ამ ქმედების გამო კაშია სოციალურ ქსელებში ქართველმა მომხმარებლებმა გააკრიტიკეს.

"ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და ძალადობის წინააღმდეგი ვარ. სანამ ადამიანი სხვებს ცუდს არ გაუკეთებს, მე მას მხარს დავუჭერ. რთულია ახსნა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იღებს.

ძალიან ცოტანი იყვნენ, ვინც ჩემს "ფეისბუქგვერდზე" გამოხატა უკმაყოფილება და რა თქმა უნდა, მე ამისთვის
დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ისინი ჩემით იმედგაცრუებულები იყვნენ. ეს არის და ეს.

მაგრამ მე არ მინანია, რაც გავაკეთე, ეს იყო ჩემი პასუხისმგებლობაც. მე არ ვღელავ იმაზე, თუ ვინ ხარ შენ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში. თუ არაფერს უშავებ სხვა ადამიანებს, შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა, რომ იყო. ეს ჩემი ხედვაა და ასე არის ჰოლანდიაშიც. რამდენიმე ადამიანი ამით იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს", - განაცხადა კაშიამ.

ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა ასევე ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გიგაურის შესახებ ჰკითხა, რომელმაც თქვა: "ლგბტ კაშია საქართველოს ნაკრებიდან უნდა მოიკვეთოს".

"ეს მისი მხრიდან ძალიან სულელური საქციელი იყო, რადგან თავი რთულ სიტუაციაში ჩაიყენა და უფრო მეტი კრიტიკა ხვდა წილად. საკუთარ ეროვნებას ვერავინ შეიცვლის. ათასობით ადამიანი რომც იყოს წინააღმდეგი, თუ ჩემს ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ, მე აუცილებლად ჩამოვალ სათამაშოდ", - აღნიშნა გურამ კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 69 /
"15 ოქტომბერს ჰოლანდიის ჩემპიონატი მე-8 ტურში ყველა გუნდის კაპიტანს აღნიშნული სამკლაური ეკეთა." - იქნებ ამან მაინც გაგინათოთ ერთი-ორი პატარა უბანი ))
ვვვ
25 ოქტომბერი 2017 17:57
23
თუ ყველა გუნდის კაპიტანი უნდა გამოსულიყო და სხვა გზა არ ქონდა (ეგეც გაუგებარია, მაგრამ მაინც) რაღა კომენტარებს იძლევა ჩემს ქვეყანაში არ ესმითო და ა.შ. და ისიც პარადოქსია რომ ლგბდ-ს პროპაგანდა თავისუფლების სახელით შენიღბული ყველა კაპიტანს აიძულეს - ეგ არ არის თავისუფლების შეზღუდვა?
განათებული გვაქვს!
26 ოქტომბერი 2017 02:24
4
ასე იცის ჰოლანდიაში "თამაშმა"! ეტყობა ჰავაა იქ ასეთი! სამარცხვინო კონფორმიზმია! თუ იმ გუნდში მხოლოდ იმიტომ აჩერებენ ასთ სამკლავურზე რომ თანხმდება, მაშინ კაცობაში ჩაჭრილა და ეგაა! სამწუხაროა თითონ რომ ვერ ხვდება! ჰავა, ჰავის ბრალია ყველაფერი!
aburjga
25 ოქტომბერი 2017 17:17
12
იმ დროიდან რაც კაშია ფეხბურთს თამაშობს, რამდენიმე გახმაურებული საფეხბურთო დავა და სასამრთლო (სისხლის სამართლის)იყო და კოლეგების დასაცავად ხმა არ ამოუღია- გაიტრუნა! ყოლელწლიურად, შახტებში (და არა მარტო) რამდენი ქართველი იღუპება და ზარალდება, შრომის გაუსაძლისი პირობების გამო!- მათ უფლებებსა და თავისუფლებაზე ხმას არ იღებს- პროტესტის გრზნობა არ უჩნდება! ამ დროს კი თანაუგრძნობს LGBTებს რომელნიც,აღლუმებით და სხვა ათასგვარი ღონისძიებით ეწევიან თავიანთი გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდას!კაშია ხმას იმაღლებს მათი უფლებებისა და თავისუფლებისათვის! რომელსაც არავინ არ ეხება. და არც ლოგინში არავინ არავის არ უხტება!!! რაც შეეხება კაშიას თამაშს ნაკრებში, გინდ ეგ ყოფილა და გინდ ნებისმიერი სხვა მცველი თუნდაც საქართველოში მოთამაშე, მასზე ცუდად არ ითამაშებს გოლები კი მაინც მაგ პოზიციიდან გადის.
deme!
25 ოქტომბერი 2017 11:41
6
კუმ ფეხი გამოყო, მეც დამარტყმევინეთო. ვისი ტიკი ტომარაა, ვის დაკარგვია?! თუ ეგეთი გულშემატკივარი და გულისდამწველია საქართველოს ნაკრებში გამოსულიყო მაგ საკლაურით თუ კაცია. აბა ჰოლანდიაში ეგ ვის უკვირს.
z.
25 ოქტომბერი 2017 11:37
5
ეს მალე პაპიროსსაც მოწევს...
ჯიმი
25 ოქტომბერი 2017 11:11
3
გურამ წადი
912
24 ოქტომბერი 2017 22:07
9
ერთი პატარა კომენტარი კი დავდე აქ.მეტს აღარ ვაპირებდი მაგრამ გარემოებები მაიძულებენ.
-ეს ფეხბურთელია თუ უფლებადამცველი? არ წაიღეს ტვინია ამდენმა უფლება დამცველებმა?

სისულელე რო გადამდებია ეგ კაი ხანია დამტკიცებულია ახლა იქნებ მკითხოთ რატომაა გადამდები.
მაგათ რა თქვენი მხარდაჭერა ჭირდებათ აწუხებთ ვინმე თუ რაა? თუ კაი
ხალხი ხართ იმათ გამოუცხადეთ სოლიდარობა ვისაც მართლა ჭირდება
მუშებს მაგალითად, თქვენს თავს,კაბალურ პირობებში რო იმყოფებით
მავანთა გამო არაფერს ვამბობ მშიერ და მიუსაფარ ადამიანებზე,ომის და ტერორიზმის მსხვერპლებზე-ვერა ხოო? ძნელი ხო ამ მხრივ ნაბიჟის გადადგმა არავინ დაგიფასებთ ტაშსაც არავინ დაგიგრაკვთ არაა? მაჰათმა განგ- გახსოვთ?ახლა ხო ხვდებით ის ,,განათლებულები"" რატომაა სისულელე ასე ადვილად გადამდები და მისაბაძი ზოგიერთისთვის?

-მეტი არაა ჩემი მტერი.ეს უფლებადამცველი კი ნაკრებში არ უნდა იყოს.
ბ_-
24 ოქტომბერი 2017 17:50
6
მარიხუანას ფოთლით სამკლავური როდის უნდა გაიკეთო? ან ჩადრით არ გამოხვალ - ბევრ ქვეყანაში აკრძალეს და ეგეც თავისუფლების შეზღუდვაა. არ ვიცი რამ ან ვინ გაიძულა ეს, მაგრამ ნამდვილად არ მესიამოვნა მე პირადად. უფრო მეტად რომ დაფიქრებულიყავი და ყველა ის ხალხი ვინც გქომაგობს შენ და არ მოსწონს შენს მიერ ლგბტ პროპაგანდა (პროპაგანდა და არა თავისუფლების მხარდაჭერა) ფეხებზე არ დაგეკიდებინა უფრო ადექვატური იქნებოდა, მაგრამ ეს შენი არჩევანია და ამაში თავისუფალი ხარ (პატივს ნამდვილად არ ვცემ მაგ არჩევანს), შესაბამისად იმაშიც თავისუფალი ხარ რომ "შენს ქვეყანაში ზოგი ამას ვერ იღებს" და შენ ეს გკიდია, ხოდა რა ობსტრუქციასაც მიიღებ შეგიძლია ეგეც დაიკიდო, მე პირადად მართლა მკიდია შენ ლგბტ იქნები, ავტოგოლს გაიტან, თუ თამაშს ჩააგდებ, რადგან შესაბამის პოზიციაზე არ გათამაშებენ ნაკრებში - ეტყობა ჰოლანდიამ ძალიან ცუდად იმოქმედა შენზე.
???
24 ოქტომბერი 2017 17:26
4
მადლობა ღმერთს საქართველო თუ ჩამორჩენილია ყოველგვარი უზნეობისთვის.. მამათმავლობა არის გარყვნილების უკიდურესი ფორმა და უდიდესი ცოდვა! თუ ადამიანი გარკვეული დოზით რაღაც ქალური თვსებებით იბადება ეს არ ამართლებს მის ამ გარყვნილ ცხოვრებაში ჩაბმას, მითუმეტეს სქესის შეცვლას და ა.შ. ამ რუსეთის მუდმივმა ხსენებამ კი ყოველგვარ ძალა დაკარგა დიდი ხანია უკვე)
ჯიჯი ბუფონი
24 ოქტომბერი 2017 17:21
2
ქართველები ნუთუ მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანები ვართ?! გულზე ყველას არსად არ ეხატება გეი ადამიანები,მაგრამ მათ ასე არ ლანძღავენ(ჩამორჩენილი ქვეყნების ჩრდ.კორეის,ჩეჩნეთის,სირიის...საქართველოს გარდა). ეს გარყვნილება არ არი, ისენი ასეთები დაიბადნენ...მსოფლიოს ნომერი პირველი ფეხბურთელი გეია, სადღაც პრემიერმინისტრი და ა.შ.ასეთი პროპაგანდით რუსეთი გვაძულებს ევროპა-ამერიკას და ჩვენთან ამას ბევრი სათავისოთ იყენებს.უბრალო ხალხი ამას გულწრფელად საშიშროებად მიიჩნევს, მარა არიან ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან(მართლა განათლებულები არიან), რომ ეს არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს და მხოლოდ ქულების დასაწერად იბრძვიან.ასეთები არიან მართლაც საშიშები პოლიტიკაში
სანდრო10
24 ოქტომბერი 2017 16:20
31

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული