ჭანტურიშვილმა "პოდბრეზოვას" გოლი რიკოშეტით გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 ოქტომბერს სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის მე-13 ტურში, ვახტანგ ჭანტურიშვილმა გოლი რიკოშეტით გაიტანა.

გათამაშების ლიდერმა "სპარტაკმა" "პოდბრეზოვა" მიიღო და 2:0 დაამარცხა. მეორე ტაიმში, როდესაც მასპინძლები უკვე 1:0 იგებდნენ, ქართველმა ნახევარმცველმა მატჩის 78-ე წუთზე კარის მიმართულებით ჩააწოდა ბურთი და რიკოშეტით გოლი გავიდა. ჭანტურიშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა.

ქართველ ლეგიონერს აქამდე 11 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, მის ანგარიშზე კი ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა იყო.

"სპარტაკი" 33 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს "სლოვანს" 8 ქულით უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი წავა ევროპაში ან იგივე რუსეთში ეს ძალიან კარგია ნაკრებისთვის,რადგან შეიძლება ყველამ ვერ გაქაჩოს იქ, მაგრამ ვინც შეძლებს შეწყოს და ითამაშოს ეს ნაკრებისთვისაც კარგია და იმ ფეხბურთელების სამომავლო კარიარისთვისაც რომ უფრო მაღალ დონეზე გადავიდნენ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული