"დნიპროს" წარმატებული თაობა - sport express ჯაბა კანკავას იხსენებს

AutoSharing Option
უკრაინულმა საიტმა sport express-მა 2015 წელს "დნიპროს" ევროპა ლიგის ფინალში გამოსვლა გაიხსენა და დაინტერესდა, თუ რა ბედი ეწიათ იმ ფეხბურთელებს, ვინც კლუბი დატოვა.

მათ შორის საიტმა ყურადღება ჯაბა კანკავაზეც გაამახვილა. აი, რას წერს ის:

"შეუძლებელია, დაივიწყო "დნიპროს" წარმატებაში ჯაბა კანკავას წვლილი, რომელიც მოედანზე ბევრს მუშაობდა და ინდივიდუალურობით გამოირჩეოდა.

მან თავი გულშემატკივარს ოლეგ გუსეევის სიცოცხლის გადარჩენით, ივან რაკიტიჩისა და გრიგორი კრიხოვიაკის ეფექტური შეჩერებით დაამახსოვრა.

სამწუხაროდ, ასეთი გამორჩეული ფეხბურთელი დღეს გუნდის გარეშეა. ევროპა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ კანკავა "რეიმსში" გადავიდა და როცა
კლუბი საფრანგეთის ლიგა 2-ში მოხვდა, კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა."
მკითხველის კომენტარები / 1 /
დღევანდელ დინამოს როგორ მოუხდებოდა. ნეტა თუ არის რაიმე საუბარი
გურამი
23:37 16-10-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული