საბა კვირკველია პრემიერლიგის მე-12 ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
1-ელ სექტემბერს რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში მოსკოვის "ლოკომოტივი" მოსკოვის "დინამოს" დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. საბა კვირკველიამ მასპინძლების შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა და რუსეთის პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

championat.com-ზე გამოქვეყნებული სიმბოლური ნაკრები ვალერი გაზაევის მიერ იყო შედგენილი და აი, რა დაწერა ქართველ მცველზე: "ლოკომოტივის" დაცვა მეტოქის ყველა შეტევას მარტივად უმკლავდებოდა, ხოლო საბა კვირკველია მასპინძლების შემადგენლობაში ერთ- ერთი გამოსარჩევი იყო და მოსკოვურ დერბიში გუნდს 3:0 გამარჯვება მოაპოვებინა.

12 ტურის შემდეგ რუსეთის პრემიერლიგაში მოსკოვის "ლოკომოტივს" 26 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. პირველადგილოსან  "ზენიტს"
მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კვირკველია ვერ მოხვდა მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში! ა სია ვინც მოხვდა: მეკარე-ბელენოვი(უფა), მცველები-ხაგუში(არსენალი),ბუივოლოვი(ტოსნო), კუტეპოვი(სპარტაკი),პოლუიახტოვი(ანჟი), ნახევარმცველები- გოლი(ამკარი),პარედესი(ზენიტი),დანჩენკო(ანჟი),ფერნანდეში(ლოკომოტივი),ალეკსეი მირონჩუკი(ლოკომოტივი), თავდამსხმელი-ედერი(ლოკომოტივი).
კაკო
19:16 02-10-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული