ვაკო ყაზაიშვილი ამერიკაში ლამაზი გოლით გამოირჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის დროით 28 სექტემბერს, გამთენიისას, ვაკო ყაზაიშვილის გუნდმა "სან ხოსემ" MLS-ში მორიგი მატჩი საკუთარ მოედანზე "პორტლანდ ტიმბერსთან" გამართა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. მასპინძელთა პირველი გოლი, მე-16 წუთზე ჯამირ ჰიკას პასით ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში დენი ჰოესენმა ორამდე გაზარდა ანგარიში, ხოლო ანგარიშის შემცირება "პორტლანდ ტიმბერსმა" ტაიმის მიწურულს შეძლო.

"სან ხოსეს" ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა.

"სან ხოსეს" 32 მატჩში 12 მოგება, 6 ფრე და 14 წაგება აქვს და 42 ქულით დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეშვიდე
ადგილზეა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის სტატისტიკას, ვაკოს ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 11 მატჩში 4 გოლი და ერთი საგოლე პასია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
უელსთან ვაკოს იმედად
giga
16:44 01-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული