ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი პაპუნაშვილი: "სარაგოსაში" ძალიან ბედნიერი ვარ

AutoSharing Option
გიორგი პაპუნაშვილი ამ ზაფხულს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის გუნდ "სარაგოსაში" გადავიდა. ქართველი ნახევარმცველი ახალ კლუბში ერთხელ ვიხილეთ ძირითადში - "ლუგოსთან" თასის მატჩში, რომელსაც გოლიც გაუტანა.

- გიორგი პაპუნაშვილის გოლმა "სარაგოსა" თასის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა [VIDEO]

სხვა შემთხვევებში გიორგი სათადარიგო შემადგენლობაშია ხოლმე და თამაშებში შეცვლაზე ერთვება. ჩვენ დავუკავშირით გიორგი პაპუნაშვილს და მასთან მცირე ინტერვიუ ჩავწერეთ.

- რამდენიმე თვე გავიდა, რაც ესპანეთში გადახვედი. როგორ შეაფასებდი შენს ტრანსფერს ამ ეტაპზე?
- ძალიან ბედნიერი ვარ ახალ გუნდში. როგორც ახსენე, რამდენიმე თვეა ჩამოვედი. ეს იმას ნიშნავს,
რომ ადაპტაციას გავდივარ. ვეჩვევი ყველაფერს ახალს. ასე რომ, ამაზე სანერვიულო არაფერია. ვფიქრობ იმაზე, თუ რისი დახვეწა მჭირდება...

- რა განსხვავებაა "ვერდერსა" და "სარაგოსას" შორის? ფიქრობ, რომ ესპანურ ფეხბურთში თავს დაიმკვიდრებ?
-
"ვერდერი" წარსულია, რაც უკვე დამთავრდა, ხოლო რაც დღეს ჩემს თავს ხდება, ძალიან მაბედნიერებს. რა თქმა უნდა, მჯერა, რომ "სარაგოსაში" ადგილსაც დავიმკვიდრებ.

- ესპანეთში სირთულეები თუ შეგექმნა?
- სირთულე ენის ბარიერია.

- რა მიზანი აქვს გუნდს და რა მიზანი გაქვს შენ?
-
წელს "სარაგოსას" მიზანი პრიმერა დივიზიონში დაბრუნებაა. ასე რომ, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

- რაც შეეხება ნაკრებს?
- ვფიქრობ, რომ შევძლებ ნაკრებში დაბრუნებას.