გიორგი პაპუნაშვილის გოლმა "სარაგოსა" თასის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
PLAYER_GET_VIDEOFLASH
"ლუგოსთან" 15 სექტემბერს 1:2-ზე წაგებულ მატჩში მწვრთნელმა ნაჩო გონსალესმა ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ახლა  კი ამავე გუნდთან "ლა რომალედაზე" მოულოდნელად ძირითად შემადგენლობაში დააყენა და აკი გაუმართლა კიდეც.

ის 22-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და თქვენი მოწონებული ბურთი შეუგდო მეკარე რობერტოს.

გიორგიმ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, 63-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და თასის 1/16 ფინალში არაგონელები გავიდნენ.
რა კაათ დაუჭახუნა! მიდი ეგრე გააგრძელე
nodari
14:41 22-09-2017
0
გიორგი გენაცვალე მაგარი გოლი იყო, არ გაჩერდე დარჩი ბაზაზე ყოველდღე და ივარჯიშე მთელი ერი გთხოვთ ამას, კრიშტიანუ რონალდო, მხითარიანი, შევჩენკო, პირლო რომელი ერთი ჩამოგითვალო პაპუნ ყველა თავს აკლავდა და აკლავენ თავიანთ საქმეს და იმიტომაც არიან უმაღლესი კლასის ოსტატები. დაუმტკიცე ესპანელებს რომ ტურისტად არ ხარ ჩასული მანდ!! მთელი ერი დავიღალეთ იმით რომ მოვა უიქენდი და მერე იწერება, რომ მთელი ლეგიონი სათადარიგო იყო ან ითამშა 5 წთ და ა.შ
mamuka
12:20 22-09-2017
0
არ გაჩერდეთ ბიჭებო, რა კარგი თაობა მოდის, იმედია განსხვავებული მენტალიტეტით და შემართებით. დიდი სიბრიყვეა, როცა ადამიანს შეგიძლია მიაღწიო რაღაც სიმაღლეს და არ აკეთებ ამას, შეგიძლიათ და გააკეთეთ რა, თქვენც გაიხარეთ და ჩვენც გაგვახარეთ. გუშინ ზარანდიას შედევრი, დღეს პაპუს მშვენიერი გასროლა, ასეთ ბურთებს კლასის გარეშე ვერ გაიტან, ოღონდაც შრომა, უდიდესი შრომა სჭირდება ნიჭის განვითარებას. წარმატებები ჩვენს ბიჭებს.
0
ეს papu ვინაა? არიენ რობენის მეტსახელია? :))))) გაიხარე გიორგი, წარმატებებს გისურვებ!
alexandre
11:31 22-09-2017
0
მიდი გიორგი,გახარე მშობლები, მეგობრები და საქართველო.წლის ბოლომდე კიდევ 20 გოლი და ამდენივე საგოლე პასი.ღმერთი შენსკენ!
gorgi
11:18 22-09-2017
0
შესანიშნავია. ეხლა მთავარია, დამკვიდრდეს ძირითადში!
Lasha
10:36 22-09-2017
0
ორმაგად დასაფასებელია ბრძოლაში მოპოვებული ბურთის გატანა. გაიხარე გიორგი, უფრო მეტიც შეგიძლია აბა შენ იცი.
gizog
10:18 22-09-2017
0
საოცარი ბურთი გავიდა!
მერაბი
09:58 22-09-2017
0
გიორგი ამ გოლით ძალიან გაახარე ქართველი გულშემატკივარი, ველოდებით უფრო მეტს, გაიხარეეე!!!!!!!!!
გიზო
09:39 22-09-2017
0
გილოცავ გიორგი, ეგ ერთი და სხვა მრავალი, სულ წარმატებებს გისურვებ, უამრავჯერ გაგეხარებინოს შენი გულშემატკივრები.
gizog
09:34 22-09-2017
0
სიახლეები პოპულარული