მათე ვაწაძე: საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ მზად ვარ!

AutoSharing Option
დიდი ხნის უთამაშებლობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა მათე ვაწაძე, რომელმაც "სილკებორგის" შემადგენლობაში, ბოლო ორ თამაშში სამი გოლი გაიტანა.

ლეგიონი: ვაწაძის დუბლი, სხირტლაძისა და ზარანდიას გოლები და პასები [VIDEO]
მათე ვაწაძის გოლმა, სილკებორგს მოაგებინა [VIDEO]

ფაქტია, თავდასხმის ხაზში მომენტების რეალიზაცია ეროვნულ ნაკრებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, მათეს კარგ ფორმაში ყოფნა კი, რომლის ღირსება საგოლე ალღო და სისწრაფეა, ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორ ფორმაშია "სილკებორგის" ქართველი ფორვარდი და რას უნდა ველოდოთ ამ სეზონში მისგან? Sportall.ge მათე ვაწაძეს ესაუბრა.

- ბოლო პერიოდში არ ჩანდი მოე
დანზე და გულშემატკივარს აკლდა შენი გოლები. დაბრუნების შემდეგ, მოულოდნელად, ორ მატჩში სამი გოლი გაიტანე. დაბრუნდა მათე ვაწაძე?  და რას უნდა ველოდოთ შენგან ამ სეზონში?

- გეთანხმებით, კარიერის მხრივ ჩავარდნა მქონდა და მადლობა ღმერთს, მომცა ძალა, ისევ გავიტანო გოლები და ავთამაშდე. ამ სეზონში რაც შეიძლება მეტი გოლი უნდა დავაგროვო და დაკარგული დრო ავინაზღაურო.

- იყო დიდი პერიოდი უთამაშებლობის და რამდენიმე კლუბიც გამოიცვალე. ეს ტრავმებით იყო გამოწვეული თუ სხვა მიზეზით?
- "ლოკომოტივიდან" როდესაც წამოვედი, ტრავმა მქონდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "ლოკომოტივის" თითოეულ წევრს - დიდებულად მიმიღეს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ დავეხმარე. შემდეგ იყო "ვიბორგი". იქ ცუდად დავიწყე - მომენტები მქონდა და ვერ გამოვიყენე, რამდენიმე თამაშის მერე კი აღარ მენდნენ და მეც წასვლაზე დავფიქრდი. ბოლოს "სილკებორგში" გადმოვედი და იმედია, აქ ხელს აღარაფერი შემიშლის. მინდა, რომ ჩემი გულშემატკივარი გავახარო და გუნდს გოლებით დავეხმარო.

- საქართველოს ნაკრებში შენი დაბრუნება გულშემატკივრისთვის სასიხარულო იქნება. რას ფიქრობ, მზად ხარ ნაკრებში სათამაშოდ და ელოდები თუ არა გამოძახებას მომავალ ორ მატჩში?
- დიდი სურვილი მაქვს და მზად ვარ, რა თქმა უნდა. არაფერი მაწუხებს და ვთამაშობ, ხოლო რამდენად არის საჭირო ჩემი გამოძახება, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ნაკრებმა ხარისხიანი თამაში აჩვენა ბოლო მატჩებში და იმედია, შედეგიც მოჰყვება ამ ყველაფერს.

- რა გეგმები აქვს "სილკებორგს", ფიქრობ თუ არა, რომ ევროტურნირებისთვის ბრძოლა შეგიძლიათ?
- მიზანიც სწორედ ეგ არის. დან
იაში "ბრონდბიუს" და "კოპენჰაგენს" გამოვარჩევდი. დანარჩენი გუნდები ძირითადად, ერთი დონისაა - ვისაც კარგი დღე აქვს, ის იმარჯვებს და სატურნირო ცხრილში ბოლო ტურამდე დაძაბულობაა. ევროპა ლიგას და გასავარდნ ზონას სულაც 6 ქულა განსაზღვრავს ხოლმე. იმედია, ზედა ექვსეულში ვითამაშებთ და ევროპა ლიგისთვის ვიბრძოლებთ. ჩემი აზრით, ამის რესურსი აქვს ჩვენს გუნდს.

- დავით სხირტლაძესთან ერთად ძალიან კარგი დუეტი შექმენით. რას იტყვი მასზე?
- სხირტლაძეზე შემიძლია ძალიან დიდი ხანი ვისაუბრო. უბრალოდ, მოკლედ გეტყვით, რომ მასთან ერთად მოედანზე ყოფნა ჩემთვის სიამოვნებაა და მე უკეთეს ფეხბურთს მათამაშებს, ვიდრე შემიძლია.
მკითხველის კომენტარები / 14 /
შენც და სხირტლაძემაც ნუ გადაგვაყოლეთ ეგ 3 გოლი, თასის თამშზე სადაც 6-0 მორჩა მცველიც გაიტანდა გოლს რა არი მაგაში სასწაული მართლა რო გააღმერთეთ უიმეეე. ნაკრები არა ტოპ კლასის გუნდები მოითხოვეთ ორივემ
dream team
11:01 22-09-2017
0
ეხლა ტალახს ნუ მესვრით. ეს ბიჭი ჩემი შინაურია რომ გაიგოს ვინ ვარ მაგრად გაუტყდება მაგრამ, რა მინდა ვთქვა ერთ გოლს გაიტანენ თვეში ერთხელ აქ მათეზე არაა მარტო საუბარი. და არიქა ნაკრებში სათამაშოდ მზად ვარ...
ზურიკო
18:34 21-09-2017
0

სიახლეები პოპულარული