ლეგიონი: ვაწაძის დუბლი, სხირტლაძისა და ზარანდიას გოლები და პასები [VIDEO]

AutoSharing Option
19 სექტემბერს რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა სათასო მატჩი ჩაატარა.

დანიის თასის გათამაშების 1/32-ფინალში "სილკებორგმა" გასვლაზე 6:0 მოუგო "კიელრუპს" და შემდგომ ეტაპზე გავიდა.

დუბლი შეასრულა მათე ვაწაძემ. მან თავი მე-40 და 47-ე წუთებზე გამოიჩინა. მათემ ორივე გოლი დავით სხირტლაძის პასებით გაიტანა. თავის მხრივ, 50-ე წუთზე ერთი გოლი სხირტლაძემაც შეაგდო. მათე 51 - ე წუთზე შეცვალეს, დავითმა კი სრულად ითამაშა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პოლონეთის თასის 1/8-ფინალში გდინიას "არკამ" ლუკა ზარანდიას (თავიდან ბოლომდე ითამაშა) გოლით დამატებით დროში (ძირითადი 1:1) დაამარცხა "პოდბესკიძიე".

ქართველმა 115-ე წუთზე
შეაგდო და "არკა" შემდგომ სტადიაზე გაიყვანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორ მომწონდა ეს ბიჭი და მერე სადღაც გაქრა, გენკში იყო მგონი და საერთოდ არ ათამაშებდნენ, რა კარგი ცაცია აქვს, ასაკითაც პატარაა, მომავალი მის ხელშია.
0
ზარანდია ლომია.
ბონდო დოლაბერიძე
14:26 20-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული