ანანიძემ ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ საქართველოს ნაკრებში ავსტრიასთან მუნდიალის შესარჩევი ტურნირის შეხვედრაში მიღებული მუხლის ტრავმა მოირჩინა და დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.

ამჟამად "სახალხო გუნდში" მძიმე სიტუაციაა. საფეხბურთო ექსპერტები ეჭვობენ, რომ ფეხბურთელებს იტალიელი მწვრთნელის, მასიმო კარერას გაგდება უნდათ და ამიტომ თამაშობენ ცუდად. კარერას უკითხავს მათთვის, გინდათ გამაგდოთ და ამიტომ ეწევით ჩემს საბოტაჟსო?

"ტოსნოსთან" ნამატჩევს გასახდელში თურმე, ფეხბურთელები ერთმანეთს ბოთლებს ესროდნენ და მწვრთნელთან კონფლიქტი ლეგიონერებს: ლუის ადრიანოს, კუინსი პრომესს და სერდარ ტაშჩის აქვთ.

10 ტურის მერე 13 ქულით მე-8 ადგილზე მყოფი
"სპარტაკი" მორიგ მატჩს რუსეთის ჩემპიონატზე 20 სექტემბერს, გასვლაზე, ერთ-ერთ ლიდერთან, "კრასნოდართან" ატარებს, რომლის შემადგენლობაში ტრავმის შემდეგ ქართველი ლეგიონერი თორნიკე ოქრიაშვილი დაბრუნდა და შეცვლაზე შესულმა მახაჭყალის "ანჟის" გოლი გაუტანა.

მოკლედ, ქართული დერბის მოლოდინში ვართ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული