დავით ხოჭოლავა: "ჩერნომორეცთან" ფრე ჩვენთვის ცუდი შედეგია

AutoSharing Option
ყოფილ გუნდ ოდესის "ჩერნომორეცთან" მატჩში დავით ხოჭოლავამ პირველად ითამაშა დონეცკის "შახტარის" სასტარტო შემადგენლობაში და საერთო შეფასებით, ერთ-ერთი საუკეთესოც იყო სტუმართა რიგებში (0:0).

ლეგიონის უქმეეები: ოქრიაშვილი დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]

მატჩის შემდეგ ქართველმა მცველმა სატელევიზიო პროგრამა ПроФутбол-ს შემდეგი განუცხადა:

"კარგად ვიცით, რომ ჩემპიონატის ფინიშამდე ბევრი დარჩა. წინ კიდევ ბევრი მატჩია, ასე რომ, ცუდზე არ უნდა ვიფიქროთ და არც შევჩერდეთ. დიახ, ოდესაში ნათამაშები ფრე ცუდი შედეგია "შახტარისთვის", მაგრამ ერთ კვირაში ახალი თამაშია და ჩვენ უნდა განვეწყოთ იმ შეხვედრისთვის, რათა დაკარგული აღვიდგინოთ", -
განაცხადა დავით ხოჭოლავამ.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ მატჩს "შახტარი" 23 სექტემბერს "ზირკას" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხოჭოლავა ისევ ტურის სიმბოლურშია:))) ტიპს არ ათამაშებენ და როცა თამაშობს სულ ხვება ძალიან ძლიერია აი ძალიან
Flamengo
17:58 18-09-2017
0
დაცვაში დიდი ძალა შეიძინა ნაკრებმა, ამ ბიჭს შეტევაში წასვლაც შეუძლია და საყრდენადაც კარგი იქნება, აზრიანიცაა კვირკველიასა და კაშიასგან განსხვავებით. თუ დვალმა კიდევ მოუმატა, დაცვის პრობლემა მოგვარდება და კაშია კვირკველია ზამენაზე გადავა, მარცხენა მცველიღა დარჩება სანახავი და ლაკვეხელიანმა უნდა მოუმატოს, ჯერ ნავალა Fაფხურობს მარა როდემდე. ვნახოთ უელსთან როგორ დააყენებს დაცვას
vaso
14:11 18-09-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული