ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

[ლე­გი­ო­ნი გუშინ] აკაკი ხუბუტიას გოლი, გიორგი ჭანტურიას პასი [VIDEO]

AutoSharing Option
14 აგვისტოს რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა ითამაშა.

რუმინეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში გატანილი გოლით გამოირჩა აკაკა ხუბუტია. მისი გუნდი "გაზ მეთანი" სტუმრად პლოეშტიში "ვოლუნტართან" 1:2 დამარცხდა.

სტუმრებმა 78-ე წუთზე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი 31 წლის ქართველმა მცველმა მეტოქის კარში თავით გადაგზავნა. თუმცა, მასპინძლებმა მაინც შეძლეს გამარჯვების მოპოვება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რუ­სე­თის პრე­მი­ერ­ლი­გა­ში "ურა­ლი" სტუმ­რად "არ­სე­ნალს" შეხ­ვ­და და 2:2 ითა­მა­შა. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ტრავ­მის შემ­დეგ პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნ­და მო­ე­დან­ზე გი­ორ­გი ჭან­ტუ­რია.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის შემ­ტე­ვი 39-ე წუ­თი­დან ჩა­ერ­თო თა­მაშ­ში. ამ დრო­ის­თ­ვის მი­სი
თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი 0:2-ს აგებ­დ­ნენ. ზუს­ტად სამ წუთ­ში ეკატერინბურგელებმა სხვაობა შეამცირეს, ხოლო 69-ე წუთზე, ჭანტურიას პასით, ალექსეი ევსეევმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პოლონეთის ექსტრაკლასში ლაშა დვალის "პოგონმა" "ლეხიას" უმასპინძლა და უგოლო ფრეს დასჯერდა. ქართველმა დაცვის ცენტრში თავიდან ბოლომდე ითამაშა.