"საბერძნეთთან მატჩს მოსკოვში ვუყურე, მთელი რუსეთი საქართველოსკენ იყო, რაც ამ ქვეყანაში ვნახე... ჯიქია ახლა ნანობს, რომ..." - ინტერვიუ ზაზა ჯანაშიასთან

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ metaratings-თან ინტერვიუში, საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლასა და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

"საქართველოს ნაკრების ამ წარმატებას მოსკოვში ვუყყურე. ქართულმა დიასპორამ მიმიწვია, რომლებიც ფეხბურთში ძალიან კარგად არიან გარკვეულნი.

მატჩის დროს ისეთი ემოციები იყო, კინაღამ ერთმანეთი დავხოცეთ. უკვე სამი თვეა მოსკოვში ვარ. ცოტა ხნის წინ ვეტერანებში სათამაშოდ მიმიწვიეს. აქ ცოტახანს კიდევ დავრჩები. 

ქართველებმა წვეულება და წარმატების აღნიშვნა კარგად იციან. უბრალოდ, მიზეზი მოგვეცით! საბერძნეთთან თამაშის შემდეგ მიხეილ აშვეთიას დავურეკე, გამარჯვება საქართველოს დედაქალაქში ყველა ყოფილმა ქართველმა ფეხბურთელმა იზეიმა.

იქიდან
ბიჭებმა მკითხეს, როგორ უყურებდა მოსკოვში ხალხი ჩვენს მატჩს. მე მათ ვუთხარი, რომ იმ საღამოს მთელი მოსკოვი და მთელი რუსეთი საქართველოსკენ იყო.

ვნახე თუ არა "ტელეგრამის" არხებზე რუსების მიერ საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები? - დიახ, ჩვენ ვიგრძენით ეს მხარდაჭერა!

რაც ვნახე რუსეთში, მშვენიერი იყო! აქ ყველამ თქვა: "მოდი, საქართველო, შენ ჩვენთან უფრო ახლოს ხარ, ვიდრე საბერძნეთი".

ის ქართველებიც კი, რომლებიც მატჩს ჩემთან ერთად უყურებდნენ, ისხდნენ და გაოგნებული იყვნენ რუსი ხალხის მხარდაჭერით. მაგარი იყო! ცხოვრებაში არაფრის მეშინოდა, მაგრამ მატჩის დროს ძალიან მეშინოდა და ვკანკალებდი. მოედანზე ისე არ ვნერვიულობდი, როგორც საბერძნეთთან თამაშის დროს. მაგრამ ეს ემოციებია.

ვესაუბრე თუ არა მატჩის შემდეგ კალაძეს? - არ მილაპარაკია. ის თბილისის მერია, კახა ხალხთან ურთიერთობს, მის მცხოვრებლებს კალაძე ძალიან უყვართ. ის დიდ საქმეს აკეთებს ფეხბურთის და ზოგადად, სპორტისთვის. მისნაირი საქართველოში კიდევ ორი-სამი ადამიანი გვჭირდება.

თბილისელები მისით ძალიან კმაყოფილნი არიან, კახი ბევრს აკეთებს დედაქალაქისთვის. მისი არჩევის შემდეგ ქალაქი კიდევ უფრო გალამაზდა. კახა კარგი მერია!

რატომ არ დარჩა ფეხბურთში და წავიდა პოლიტიკაში? - ის კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მაინც შესანიშნავად ასრულებს თავის საქმეს პოლიტიკაშიც.

ეს ბევრს ამბობს. კალაძე ახლა კარგ კომპანიაშია და ქალაქს უფრო ალამაზებს. ვფიქრობ, ის კარგად არის თავის ადგილზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ყოფილი ფეხბურთელები მუშაობენ, პრობლემას ვერ ვხედავ. დიახ, ჩვენი ჩემპიონატი სუსტი დონისაა, მაგრამ ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ყველაფერი ნორმალური გახდება.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფის შეფასება? - ვფიქრობ, გასვლა შეგვიძლია! ბიჭები ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ უფრო გაუმჯობესდებიან.

როცა ფეხბურთელებს გამარჯვების გემო ესმით, ისინი კიდევ უფრო კარგნი ხდებიან. დიახ, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ამიტომ დიდი შედეგებისკენ ვისწრაფვით. საქართველო უკვე საფეხბურთო ქვეყანაა. იმედი მაქვს, რომ ტურნირზე ჩვენი გუნდისთვის ყველაფერი კარგად იქნება.

დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულში ქვეყნის მოსახლეობის 50% გერმანიაში იქნება. მე თვითონ ვაპირებ წასვლას, ასი პროცენტით. ჩვენთვის პრობლემა არ არის ევროპაში წასვლა - ვიყიდოთ ბილეთი და გავფრინდეთ, ან ჩავსხდეთ მანქანაში და ავტომობილით გადავაადგილდეთ. ჩემი ზუგდიდელი მეგობრები ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად ნეაპოლში მანქანით წავიდნენ.

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. თუ ევროზე წარმატებით ვითამაშებთ, მაშინ უფრო და უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა ჩვენს ფეხბურთელებს. ჩვენ გვაქვს საფეხბურთო ქვეყანა, მაგრამ ბევრი კარგი ფეხბურთელი დაიკარგა. იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სკაუტები ადგილობრივ ფეხბურთს მიაქცევენ ყურადღებას.

ნანობს თუ არა ჯიქია, რომ 2016 წელს რუსეთი აირჩია და არა საქართველო? - დიახ, ვფიქრობ, რომ ნანობს, მაგრამ ეს მისი ბრალი არ არის და რა იცოდა, რომ რუსეთის ნაკრებს ასეთ შეზღუდვებს დაუწესებდნენ.

მაშინ ვერ ინანებდა, ახლა კი ნანობს, რომ ევროზე არ ითამაშა. მას კარგად ვიცნობ, კარგი ფეხბურთელია. მართალი გითხრათ, ახლაც, როცა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის უფლება მოვიპოვეთ, ჯიქიას დონის ფეხბურთელი გვაკლია", - თქვა ჯანაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 151 /
ჯიქია არ ინანებდა, რუსეთი რომ არ გამოეგდოთ სპორტიდან. საქართველოს ნაკრებში კი არ უნდა. ასე გამოდის. ძალიან სასაცილოა. ეს ჯანაშია რუსი გამხდარა მენტალობით
გიორგი
13:41 07-04-2024
4
Შენ ემზარა კვიციანივით მოგდის პირდაპირ ამერიკის დადანაშაულება აფხაზეთის ომში არავინ დაიჯერებდა და მოსკოვს მართავდა მაშინ ამერიკაო. Პუტინსაც ამერიკა მართავსო როდის იტყვით ველოდები , არადა ზუსტად ვიცი რომ იტყვით მალე.
ნოდარი-ს
16:11 06-04-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული