როდის დაიწყება, სად შეიძენთ და რა ეღირება - ყველა ინფორმაცია ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩების ბილეთებზე

AutoSharing Option
სფფ-ის ინფორმაციით, Euro 2024-ის მატჩებზე, ქართველი გულშემატკივრისთვის გამოყოფილი 10 000 ბილეთის გაყიდვა UEFA-ს ოფიციალურ პორტალზე 15 აპრილიდან დაიწყება.

ბილეთის სხვადასხვა კატეგორიის ფასი კი იქნება ასეთი:

30 € = 85.20 ლარი
60 € = 170.40 ლარი
150 € = 426 ლარი
200 € = 568 ლარი
400 € = 1 136 ლარი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ნეტავ რამდენი ბილეთი შეუძლია ერთ კაცს იყიდოს?
Levani
13:44 04-04-2024
0
ბარიგების ანუ არაქომაგების საყურადღებოდ (იმათაც ეხებათ, ვინც ე.წ. "პატიოსანი" გადამყიდველია ანუ "შემომეყიდა", "ვეღარ მივდივარ" და მსგავსი კატეგორია)!
საქართველოსთვის განკუთვნილი ქვოტის ფარგლებში, ბილეთ(ებ)ის საყიდლად უეფას საიტზე რეგისტრაციაა საჭირო, ხოლო რეგისტრაციისას აუცილებლად ითხოვს საზღვარგარეთის პასპორტის (და არა პირადობის) მონაცემებს. შესაბამისად, გადამყიდველთა ნაწილი უკვე აქ იფილტრება! გარდა ამისა, ყიდვისას უეფადან გეგზავნება მხოლოდ ბილეთის შეძენის დასტური ელ. ფოსტაზე, ხოლო თავად ბილეთი ელექტრონულია და თამაშამდე 2-3 დღით ადრე ტელეფონის ნომერზე მოგივა, ზუსტი მონაცემებით (ტრიბუნა, სექტორი, რიგი, ადგილი) ბარ-კოდთან ერთად! ამიტომ, თუ თავად არ მიდიხარ გერმანიაში, ბილეთს ვერ გაყიდი (ეს მხოლოდ უეფას საიტზევე შეგიძლია, როცა ბილეთების პლატფორმა მაისის თვეში გაიხსნება). და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი - ამ ტიპის ბილეთებს ვერ იყიდით და ვერც გაყიდით viagogo-ს თუ სხვა გადამყიდველ საიტებზე, რადგან ეს გახლავთ ფანებისთვის განკუთვნილი კატეგორიის ბილეთები, განსხვავებით საერთო სარგებლობის/კომერციული ტიპის ბილეთებისგან, რომელთა შეძენა-გაყიდვა უცხოურ საიტებზე შესაძლებელია!
ასე რომ თავად გააკეთეთ დასკვნა, გიღირთ თუ არა დროის ტყუილად დახარჯვა უეფას საიტზე ძრომიალით და ნამდვილი ქომაგებისთვის შანსების (ბილეთების) წართმევა
სრული სიმართლე
00:30 04-04-2024
0

სიახლეები პოპულარული