"საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ "ჩემპიონატთან" ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.

"საბერძნეთთან მატჩი ჩემი ქვეყნისთვის ისტორიულია. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მას შემდეგ, რაც თბილისის "დინამომ" თასების თასი მოიგო, მაგრამ ის მაშინ გუნდი იყო და ახლა საქმე ნაკრებთან გვაქვს. წინ გვაქვს საუკუნის მატჩი, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

საშინაო კედლები ძალიან დაგვეხმარება. ნახევარ მილიონამდე ადამიანს სურდა ბილეთების ყიდვა, მაგრამ სამწუხაროდ, სტადიონი მხოლოდ 55 000-ს იტევს. მსგავსი რამ ისტორიაში აქამდე არასდროს მომხდარა.

როგორც ჩვენ, ასევე საბერძნეთს,
კარგი გუნდი გვყავს. ყაზახეთთან ჩვენი მეტოქის თამაშს ვუყურე და ძალიან კარგი დაცვა ჰყავთ. გულშემატკივარი ჩვენი მე-12 მოთამაშე იქნება. ჩემი აზრით, საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან სახლში ვთამაშობთ", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ციციკორეს
ავეჯის მაღაზიები რო იყო მაშინ სად ვიყავი და იმ მაღაზიების სახურავიდან ვიპარებოდი უბილეთოდ თამაშებზე,13-14 წლის ვიყავი მაშინ და მეპატიება-
ყოველ შემთხვევაში მე ვერ დავახურინებდი მაშინ იმ მაღაზიებს-შევარდნაძე არ მომისმენია ალბათ.
ისინი ვინც გალახეს-ჩემს იმედზე მივიდნენ ფედერაციის შესაცვლელად?
არ ვეთანხმები მაგათ და არც იმათ ვეთანხმები აქ რო წერენ- "კობის ბანდა" "ჩამოვაგდოთ კობი" "კალაძე და იაშკა ცუდი კაცების" და ა.შ.
ყველას მოსაწონი მმართველი არ მოვა შეუშვი მაგ გასქელებული თავის ქალაში.
არც იმათ ვეთანხმები ვინც ფიფიას ქართული ფეხბურთის მტრად მიიჩნევს
ფიფია არის ბიზნესმენი და თავის საქმეს აკეთებს(ისე სარგებელს ქართული ფეხბურთიც ნახულობს ტალანტების ინკუბატორი შექმნა ტიპმა)
ასე რომ ჩემო ციციკორე-შენც გირჩევ შენი საქმით დაკავდე და იქნება შენგანაც სარგებელი ნახონ- ქვეყანამ თუ არა შენმა საახლობლომ მაინც
Levani
12:52 26-03-2024
7
როგორ ყველას ალაპარაკებენ ხოლმე :)
საბა
12:49 26-03-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული