საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შეკრება გრძელდება. ლუქსემბურგთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება. 26 მარტს, ჩვენი გუნდი დინამო არენაზე საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველო - საბერძნეთის შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება მატჩზე დასასწრები ბილეთების 23 მარტს, არასრულ ექვს საათში გაიყიდა. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

26 მარტს, 19:00 საათიდან, რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული ფანზონა იფუნქციონირებს, სადაც მატჩის დიდ ეკრანზე ტრანსლირება მოხდება. კოკა კოლას და საქართველოს ბანკის მიერ მოეწყობა სხვადასხვა
გასართობი აქტივობები. ადგილზე იმუშავებს საკვები ობიექტები და ნაკრების ოფიციალური ფანშოპი, სადაც საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენას შეძლებთ.
nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 12 /
13 მაისის ღამე რომ დაგვიყენოთ, მჯერა ეს შეგიძლიათ, სხვა შემთხვევაში წლები დასჭირდება აქამდე მისვლას, თუმცა კი ვაცნობიერებთ, თუ რა სიძლიერის ( მაგრამ არა დაუმარცხებელ) გუნდთან გვაქვს საქმე, გაიხარეთ ბიჭებო და გაგვახარეთ, ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცელი უნდა დაწეროთ, წარმატება თქვენ, გვიყვარხართ!!!!!!!!
გელა
06:55 25-03-2024
0
ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ!იმედია საქართველოს გაახარებენ.ბერძნები როგორც მეტოქეები ,უხერხულიც არიან, საკმაოდ ძლიერებიც და ძალიან პროვოკაციულებიც,თუ ოდნავ მათ სასიკეთოდ არ წავიდა საქმე, ყველაფერ უნამუსობაზე წამსვლელი არიან.აბა თქვენ იცით ბიჭებო,ღმერთი თქვენთან!თავს უნდა გადაახტეთ,სული და გული ჩადოთ და სპორტულ იღბალსაც გისურვებთ!1981 წლის 13 მაისივით გამოგვიყვანეთ ქუჩებში..
გურულო
18:05 24-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული