უეფამ უარი უთხრა - ლუქსემბურგის ლიდერი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
21 მარტს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლებს.

ლუქსემბურგის ნაკრების 26 წლის ნახევარმცველმა დანიელ სინანიმ ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩში ლიხტენშტაინთან წითელი ბარათი მიიღო და ავტომატურად შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს. ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას სინანის დისკვალიფიკაციის გაუქმება მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ასე რომ, "სანკტ პაულის" ფეხბურთელი თავის გუნდს "ჯვაროსნებთან" ვერ დაეხმარება.

აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მონცას" 25 წლის თავდამსხმელმა დანი მოტამ ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი თქვა. ის ლუქსემბურგის ქალაქ ნიდერკორნშია დაბადებული, თუმცა წარმოშობით პორტუგალიელია და ამ ქვეყნის
ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო.

ლუქსემბურგთან მატჩში დისკალიფიკაციის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს ხვიჩა კვარაცხელია, მაგრამ თუ ჩვენმა გუნდმა ნახევარფინალში გაიმარჯვა, ფინალში ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
მე რა მაინტერესებს იცით, ჩვენ რატო არ ვთხოვეთ უეფას კვარასთვის მოეხსნა დისკვალიფიკაცია, კი ბატონო ჩვენც უარს გვეტყოდნენ, მარა გვეცადა მაინც, რას ვკარგავდით, თუ გრეხია ვინმეს, რამ ვთხოვოთ?დ
9
გვეშველა და ეგ არის, რა დრო დაგვიდგა გვიხარია თურმე რომელიღაც ჭ კლასის გუნდში მოთამაშეს დისკვალიფიკაცია რო არ მოუხსნეს, ცხონებული დათო ყიფიანი ალბათ საფლავში ბრუნავს, 80-იან წლებში როცა დინამო ევროპას აზანზარებდა, მაგ დროს ალბათ ლუქსემბურგში საფეხბურთო ლიგაც არ იქნებოდა, დღეს კიდევ იმაზე ვლოცულობთ ლუქსემბურგს რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი გამოაკლდესო
მამუკა
23:17 13-02-2024
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული