"არსად მივდივარ, ჩემი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა" - ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელმა მიმართვა გაავრცელა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი პოტენციური ნაკრების, ყაზახეთის მთავარმა მწვრთნელმა მაგომედ ადიევმა სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა, გულშემატკივარი დაამშვიდა და განაცხადა, რომ არსად მიდის.

ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ რუსი სპეციალისტი "აქტობეს" ჩაიბარებდა.

"მეგობრებო და გულშემატკივრებო, ბოლო პერიოდია აქტიურად მიდის საუბარი, რომ შესაძლოა, "აქტობეს" დამრიგებელი გავხდე.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ახლა ჩემი მთავარი საფიქრალი, მიზანი და ამოცანა მარტის პლეი-ოფის თამაშებია.

ვოცნებობ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ, რაც ჩემი მთავარი მიზანია. ასე რომ, გარწმუნებთ, არსად მივდივარ", - დაწერა ადიევმა სოციალურ
ქსელში. 

altყაზახებმა მწვრთნელს წარმატებული სამუშაო დაუფასეს - ადიევმა ბიზნეს კლასის ავტომობილი მიიღო

მკითხველის კომენტარები / 3 /
ახალი მანქანა გაჩუქეს და მა რას იზამ! ისე ყველა გარბის და შენც რომ წასულიყავი დიდი არაფერი მოხდებოდა!
მწვრთნელი
14:20 27-11-2023
2
,,დამამშვიდა,, ამ ჩემისამ...
ბათუმი
13:21 27-11-2023
2

სიახლეები პოპულარული