ყაზახებმა მწვრთნელს წარმატებული სამუშაო დაუფასეს - ადიევმა ბიზნეს კლასის ავტომობილი მიიღო

AutoSharing Option
ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალდეტ ბერმენკულოვმა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ მოგედ ადიევს წარმატებული სამუშაოს გამო საჩუქარი გადასცა.

მოგეხსენებათ, პირდაპირ საკვალიფიკაციო ეტაპიდან ყაზახების ოცნების ასასრულებლად და ევროზე გასასვლელად ძალიან ცოტა დააკლდათ.

რუსმა სპეციალისტმა ბიზნეს კლასის ავტომობილი მიიღო, თუმცა მარკა არ სახელდება.

ადიევმა აღნიშნა, რომ მიზანისთვის ჯერ არ მიუღწევიათ და ევროპის ჩემპიონატზე ჯერ არ გასულან და ამას პლეი-ოფის მეშვეობით შეეცდებიან, სადაც მათი პოტენციური მეტოქე საქართველოს ნაკრებია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ საბარძნეთია პოტენციური მეტოქე?!
ლაშა
11:54 26-11-2023
6

სიახლეები პოპულარული