ისევ ოპერაცია - რა ხდება ჯანო ანანიძის ტრავმასთან დაკავშირებით?

AutoSharing Option
ჯანო ანანიძეს მარჯვენა მუხლი აქვს დაზიანებული და ოპერაცია ესაჭიროება. ამის შესახებ ინფორმაციას საიტი Championat.com აქვეყნებს.

მოსკოვის "სპარტაკის" სამედიცინო დეპარტამენტის დირექტორის მიხაილ ვარტაპეტოვის თქმით, მათი სამედიცინო შტაბი, მუდმივ კავშირშია საქართველოს ნაკრების შტაბთან.

ოპერაციის თარიღსა და გამოჯანმრთელებისთვის საჭირო პერიოდს კი მოგვიანებით გამოაცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ ახლახანს დაბრუნებულმა ჯანო ანანიძემ ტრავმა ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის დებიუტში, მე-6 წუთზე მიიღო.


მკითხველის კომენტარები / 19 /
1. ჯანოს არავინ შეხებია, სამწუხაროდ ისეთ სიტუაციაში მიიღო ტრავმა, მოყვარულებს რომ არ გვემართება - მარცხენა აუსრიალდა და მარჯვენა რომ დადგა საყრდენად ან უფრო უარესი ბურთს რომ ამოარტყა.
2. ვაისის ბრალი რა არის - არ ვარჯიშობდა და პირდაპირ ლაზარეთიდან დააყენა ძირითადში?
3. ზამენაზე გამოეყვანაო - მე-6 წუთზე მიიღო ტრავმა, რა ბევრი მოუწია დატვირთვა და ნაოპერაციებზე ვერ გაუძლო?
4. ჯანოს სამწუხაროდ წლების წინ ეტყობოდა რომ ასეთი "ჭირვეული" ფიზიკა ქონდა და ვერ ითამაშებდა დიდ ფეხბურთს.
5. ახლა კი ისიც დამოჩნდა რომ დიდ ფეხბურთს კი არა შეიძლება საქართველოს ჩემპიონატის დატვირთვებიც საშიში იყოს მისთვის.
6. ეს ყველაფერი თავის დროზე დაშვებული შეცდომების ბრალია, როცა ჯანოს ორგანიზმი უნდა განვითარებულიყო, თორემ ახლა სამწუხაროდ ძალიან გვიანია.
მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მინდა მალე ვნახო მისი საყრდენის პოზიციაზე თამაში, რაც ყველაზე მაგრად და ნაყოფიერად გამოსდის.
0
დაიტანჯა რა ეს ადამიანი, ჯერ იმ უტვინო სპარტაკის მწვრთნელმა ახალ ნაოპერაციები -20 გრადუსზე ათამაშა თოვლსა და ყინვაში, აქ კი ვაისი გადაეკიდა. აა ბატონო: აღარც საქრთველოსთვისაა და აღარც სპარტაკისთვის. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ყველა ქართველი.
irakli
23:07 25-03-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული