საქართველოს ნაკრების მარტის ამხანაგურ მატჩებზე დასწრება უფასო იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო ამხანაგურ მატჩებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი 24 მარტს ლიტვის ეროვნულ გუნდს შეხვდება. 27 მარტს კი ქართველი ფეხბურთელები ესტონეთს დაუპირისპირდებიან.

ორივე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრებისთვის შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მარტში დაგეგმილი საერთაშორისო ამხანაგური მატჩები უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია.

საქართველოს მონაწილეობით, უეფას ერთა ლიგის მატჩები მიმდინარე წლის 6 სექტემბერს იწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ეროვნულს. გაგვახარეთ ეხლაც და შესარჩევზეც.
dave
16:56 02-03-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული