ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრები 5 ივნისს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 5 ივნისს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ლუქსემბურგს სტუმრად დაუპირისპირდება.

ლუქსემბურგის ნაკრები, საქართველოს მსგავსად, ერთა ლიგის გათამაშების D დივიზიონში იასპარეზებს. მეორე ჯგუფში ლუქსემბურგი ბელორუსს, მოლდოვასა და სან მარინოს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ ჯგუფში ლატვიას, ყაზახეთსა და ანდორას შეხვდება.

ლუქსემბურგთან დაგეგმილ ამხანაგურ მატჩამდე, საქართველოს ნაკრები 24 მარტს ჯერ ლიტვას უმასპინძლებს, 27 მარტს კი ჩვენი გუნდი ესტონეთს მიიღებს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ