დღეს ერთა ლიგის კენჭისყრაა - ვის შეხვდება საქართველოს ნაკრები?

AutoSharing Option
დღეს, 24 იანვარს, თბილისის დროით 15:00 საათზე, უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები D ლიგაში, პირველ კალათაშია განთესილი.

კალათები შემდეგნაირადაა გადანაწილებული:

I კალათა: საქართველო, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მაკედონია

II კალათა: სომხეთი, ლატვია, ფარერების კუნძულები, ლუქსემბურგი

III კალათა: ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტეინი, მალტა

IV კალათა: ანდორა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი

შესაბამისად, წინასწარ ცნობილია, რომ ჯგუფში აზერბაიჯანი, ბელორუსი და მაკედონია ვერ შეგვხვდება.

საქართველოსთვის ყველაზე მარტივი ჯგუფი: ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, გიბრალტარი.

ასეთი ჯგუფი მხოლოდ იმისთვის არის კარგი, რომ ნაკრების ბევრი გოლი ვიხილოთ. თუმცა
ეს ხარისხის აწევის ნაცვლად, ნაკრებზე უფრო ცუდად იმოქმედებს.

საქართველოს ნაკრების ზოგადი მონაცემები დღეს ასეთია:

  • ფიფას რეიტინგში: 104-ე ადგილი
  • ნაკრების სრული ღირებულება: 28.23 მილიონი ევრო
  • რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 6
  • საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-3 ადგილი 1996 წელს
  • ნაკრების ვარსკვლავი: თორნიკე ოქრიაშვილი
  • ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: საბა კვირკველია ("ლოკომოტივი", 5.8 მილიონი ევრო)
D დივიზიონში მოასპარეზე 4 ჯგუფში 4 ნაკრები იქნება გადანაწილებული. ჯგუფის გამარჯვებული C დივიზიონის საგზურს მიიღებს, ხოლო 2020 წლის მარტში ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული პლეი-ოფის სისტემით გაარკვევს იმ ნაკრების ვინაობას, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში დაიწყება. ფინალური ეტაპის წილისყრა კი 2018 წლის დეკემბერში გაიმართება.

გთავაზობთ ჩვენი ყველა სავარაუდო მეტოქის მონაცემებს:

სომხეთი
  • ფიფას რეიტინგში: 90-ე ადგილი
  • ნაკრების სრული ღირებულება: 42.10 მილიონი ევრო
  • რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 6
  • საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-3 ადგილი 2012 წელს
  • ნაკრების ვარსკვლავი: ჰენრიხ მხითარიანი
  • ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ჰენრიხ მხითარიანი ("მანჩესტერ იუნაიტედი", 35 მილიონი ევრო)

ლატვია
  • ფიფას რეიტინგში: 131-ე ადგილი
  • ნაკრების სრული ღირებულება: 5.88 მილიონი ევრო
  • რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 6
  • საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-2 ადგილი 2004 წელს, მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატზეც
  • ნაკრების ვარსკვლავი: ანდრის ვანინსი
  • ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: კარპას დუბრა (რფს, 700 000 ევრო)

ფარერების კუნძულები
  • ფიფას რეიტინგში: 95-ე ადგილი
  • ნაკრების სრული ღირებულება: 2.55 მილიონი ევრო
  • რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 7
  • საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-5 ადგილი 1996 და 2016 წლებში
  • ნაკრების ვარსკვლავი: იოჰან ედმუნდსონი
  • ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: იოჰან ედმუნდსონი ("ოდენსე", 600 000 ევრო)

ლუქსემბურგი
  • ფიფას რეიტინგში: 84-ე ადგილი
  • ნაკრების სრული ღირებულება: 5.75 მილიონი ევრო
  • რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 14
  • საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: 1/4-ფინალი 1964 წელს
  • ნაკრების ვარსკვლავი: ლორან ჟანი
  • ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ლორან ჟანი ("ვასლანდ-ბევერენი", 1.2 მილიონი ევრო)

ყაზახეთი
  • ფიფას რეიტინგში: 136-ე ადგილი
  • ნაკრების სრული ღირებულება: 15.75 მილიონი ევრო
  • რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 3
  • საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-5 ადგილი 2016 წელს
  • ნაკრების ვარსკვლავი: იური ლოგვინენკო
  • ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ბაურჟან ისლამჰანი ("კაირათი", 1.8 მილიონი ევრო)

მოლდოვა
  • ფიფას რეიტინგში: 166-ე ადგილი
  • ნაკრების სრული ღირებულება: 9.63 მილიონი ევრო
  • რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 6
  • საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-4 ადგილი 1996 წელს
  • ნაკრების ვარსკვლავი: ალექსანდუ ეპურიანო
  • ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ალექსანდრუ ეპურიანუ ("ბაკაკშეხირი", 3.75 მილიონი ევრო)

ლიხტენშტეინი
  • ფიფას რეიტინგში: 187-ე ადგილი
  • ნაკრების სრული ღირებულება: 3.98 მილიონი ევრო
  • რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 6
  • საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-5 ადგილი 2016 წელს
  • ნაკრების ვარსკვლავი: მარსელ ბიუხელი
  • ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: მარსელ ბიუხელი ("ვერონა", 1.5 მილიონი ევრო)

მალტა
  • ფიფას რეიტინგში: 181-ე ადგილი
  • ნაკრების სრული ღირებულება: 4.8 მილიონი ევრო
  • რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 11
  • ნაკრების ვარსკვლავი: ანდრე შემბრი
  • ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ანდრე შემბრი ("ბოავისტა", 1 მილიონი ევრო)

ანდორა
  • ფიფას რეიტინგში: 139-ე ადგილი
  • ნაკრების სრული ღირებულება: 1.7 მილიონი ევრო
  • რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 5
  • ნაკრების ვარსკვლავი: მარკ ვალესი
  • ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: მაქს ლოვერა ("ლეიდა", 200 000 ევრო)

კოსოვო
  • ფიფას რეიტინგში: 174-ე ადგილი
  • ნაკრების სრული ღირებულება: 19.15 მილიონი ევრო
  • რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 0
  • ნაკრების ვარსკვლავი: ვალონ ბერიშა
  • ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: მილოტ რაშიცა ("ვიტესი", 5 მილიონი ევრო)

სან-მარინო
  • ფიფას რეიტინგში: 204-ე ადგილი
  • ნაკრების სრული ღირებულება: 590 000 ევრო
  • რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 7
  • ნაკრების ვარსკვლავი: ალდო სიმონჩინი
  • ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ფილიპო ბერარდი ("იუვე სტაბია", 75 000 ევრო)

გიბრალტარი
  • ფიფას რეიტინგში: 206-ე ადგილი
  • ნაკრების სრული ღირებულება: 470 000 ევრო
  • რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 1
  • ნაკრების ვარსკვლავი: ლიამ უოლკერი
  • ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ლიამ უოლკერი ("ნოტს ქაუნთი", 100 000 ევრო)
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოყვარულები ერთად და პროფესიონალები ერთად :)) ვინც აქ გაიმარჯვებს მერე პროფესიონალებს რო შეხვდებიან წარმომიდგენია რა ანგარიში დაფიქსირდება :)))))
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
12:07 24-01-2018
0
ვერ მივხვდი, თუ ევრო საგზურის გათამაშება 2020 წლის მარტში შედგება, მაშინ 2019 წლის ივნისში რისი ფინალური ეტაპი იქნება?
----------------------------------------------------------
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, ანუ D ჯგუფის 4 საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს და საგზურის მფლობელს გაარკვევს.
Lagashi
11:04 24-01-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული