მოგიყვანთ რამოდენიმე ამონარიდს სტატიიდან.
- პირველ ტაიმში ბელარუსის ჩემპიონატის ღირსება გვილიამ დაიცვა - ჩვენმა ფეხბურთელმა სხვა გუნდის შემადგენლობაში. პოზიტიური იყო თუ არა ეს, ყველამ თავად გადაწყვიტოს. მან აკიდა ყვითელი ბარათები ვოლოდკოს, რომელსაც იტალიაში უნდა გადაბარგება და ბიკოვს. სწორედ ის იყო "თამაშის გამკეთებელი" ფეხბურთელი.
- ალბათ, დროა აღარ ვილაპარაკოთ საქართველოს ნაკრებზე, როგორც ტექნიკური ფეხბურთელებით დაკომლექტებულ გუნდზე. ყველაზე მეტ საფრთხეს ჩვენს კართან ისინი სტანდარტულებიდან ქმნიდნენ. ამის დასტურია
- მოედნის უხარისხობაზეც არ შეიძლება არ ითქვას, რომელიც ტექნიკურად თამაშის საშუალებას არ იძლეოდა.
- მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა მეკარე პავლიუჩენკომ 45 წუთში იმდენი გოლი გაუშვა, რამდენიც ქვეყნის პირველობაზე 5 მატჩში. ნუ, მთავარია მისი დებიუტი შედგა.
- მომენტები ჩვეულად ბევრი არ გვქონია და რეალიზაცია უჩვეულოდ მაღალი გვქონდა, რაც შესანიშნავია.
- ჩვენ უკვე აღარ ვართ ჩემპიონები ამხანაგურ მატჩებში, თვით სუსტ ქართულ გუნდთანაც უმეტესად დაცვაში ვიყავით ჩამდგარი.
- ქუთაისური მატჩი დასრულდა ისე, როგორც შეეფერება ამხანაგურ შეხვედრას - მშვიდობიანი ზავით. შევწყვიტეთ ხუთმატჩიანი წაგებების სერია, რომელიც ლუქსემბურგთან დაგვეწყო. თითქოს, საგინებელი არავინა გვყავს, არც საქებარი.