რატომ ახალი კონტრაქტი ვაისს? რა ხდება სხვა ქვეყნებში, როცა მწვრთნელი შედეგს ვერ დებს

AutoSharing Option
სტუმართმოყვარე ერი ვართ, სტუმარს კარგადაც ვხვდებით და მისი გაშვება გვიჭირს. აი, მაგალითად, ორი წელია, ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელია და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ისე ჩაატარა, რომ მოგება არ გვაქვს. როცა სხვა ქვეყნებში მუნდიალის შესარჩევში ცუდ გამოსვლას არ პატიობენ, ჩვენი ფედერაცია ახალ კონტრაქტზე მუშაობს და სავარაუდოდ, სლოვაკი სპეციალისტი შემდეგ საკვალიფიკაციოზეც გაუძღვება საქართველოს ნაკრებს.

- ლევან კობიაშვილი: ვაისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს ვართ

მოდით, ვნახოთ, რა მოხდა სხვა ჯგუფებში? პატიობდნენ თუ არა თუნდაც ჩვენი დონის ნაკრების მწვრთნელებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის
საკვალიფიკაციოზე ნაჩვენებ უარყოფით შედეგს? ამ კითხვაზე პასუხს სტატიაში იხილავთ.

დავიწყოთ A ჯგუფით, სადაც ბელორუსმა, ჩვენ მსგავსად, სულ 5 ქულით დაასრულა გამოსვლა და მე-6 ადგილზე გავიდა.

ნაკრებს პირველ ოთხ ტურში ბელორუსი ალეკსანდრ ხაცკევიჩი წვრთნიდა. ბელორუსებმა პირველ მატჩში საფრანგეთის ნაკრებთან ფრედ ითამაშეს და ქომაგიც იმედიანად იყო, მაგრამ ამ წარმატების შემდეგ, მოულოდნელად, ლუქსემბურგთან ქულები გაიყვეს, ჰოლანდიასა და ბულგარეთთან კი წააგეს. აი, ეს უკვე აღარ აპატია ფედერაციამ ხაცკევიჩს და ნაკრებიდან გაუშვა.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საფრანგეთი 10 7 2 1 18-6 23
2. შვედეთი 10 6 1 3 26-9 19
3. ჰოლანდია 10 6 1 3 21-12 19
4. ბულგარეთი 10 4 1 5 14-19 13
5. ლუქსემბურგი 10 1 3 6 8-26 6
6. ბელორუსი 10 1 2 7 6-21 5

* * *
საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში 5:0 მარცხის შემდეგ ლატვიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მარიანს პაჰარსმა გადაწყვიტა, პოსტი დაეტოვებინა.

მანამდე ლატვიის ნაკრებს შესარჩევში 5 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, ერთადერთი მოგება კი ანდორასთან ჰქონდა. ფედერაციას ლატვიელი სპეციალისტის ნაკრებში დარჩენა სურდა, მაგრამ პაჰარსმა თავად გადაწყვიტა, რომ მისი შედეგი არ იყო დამაკმაყოფილებელი და უნდა წასულიყო.

საბოლოოდ ლატვიამ B ჯგუფში შვიდი ქულით დაასრულა ასპარეზობა.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 10 9 0 1 32-4 27
2. შვეიცარია 10 9 0 1 23-7 27
3. უნგრეთი 10 4 1 5 14-14 13
4. ფარერები 10 2 3 5 4-16 9
5. ლატვია 10 2 1 7 7-18 7
6. ანდორა 10 1 1 8 2-23 4

* * *
აზერბაიჯანის ნაკრების ხორვატმა მწვრთნელმა რობერტ პროსინჩკიმ გადადგომის შესახებ ახლახან განაცხადა. ის მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანელ ხალხს იმედები გაუცრუა.

როგორც კი შესარჩევი დაიწყო, ჩვენმა მეზობლებმა სტუმრად სან მარინო დააამარცხეს, ბაქოში კი ნორვეგიის ნაკრებს მოუგეს. მესამე ტურში ჩეხებთან სტუმრად ფრეს გამორჩნენ და აზერბაიჯანელებს ეგონათ, რომ ცალი ფეხით უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე იყვნენ...

მაგრამ ამ ყველაფერს მოჰყვა ჯგუფში ექვსი მარცხი და ერთი გამარჯვება ისევ სან მარინოსთან. ჩვენმა მეზობელმა C ჯგუფში გამოსვლა 10 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 10 10 0 0 43-4 30
2. ჩრ. ირლანდია 10 6 1 3 17-6 19
3. ჩეხეთი 10 4 3 3 17-10 15
4. ნორვეგია 10 4 1 5 17-16 13
5. აზერბაიჯანი 10 3 1 6 10-19 10
6. სან მარინო 10 0 0 10 2-51 0

* * *
რაც შეეხება ჩვენს ყოფილ კონკურენტ მოლდოვას, მუნდიალზე თამაშის ამბიცია მას არც ჰქონია, თუმცა ჯგუფში დაკავებული ბოლო ადგილის მიუხედავად, მთავარი მწვრთნელი იგორ დობროლოვსკი ჯერჯერობით კვლავ რჩება ნაკრებში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან ორივე მატჩში ფრედ ითამაშა (1:1, 2:2).

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სერბეთი 10 6 3 1 20-10 21
2. ირლანდია 10 5 4 1 12-6 19
3. უელსი 10 4 5 1 13-6 17
4. ავსტრია 10 4 3 3 14-12 15
5. საქართველო 10 0 5 5 8-14 5
6. მოლდოვა 10 0 2 8 4-23 2

* * *
სომხეთის ეროვნული ნაკრები E ჯგუფში მე-5 ადგილზე გავიდა 7 ქულით. ჩვენს მეზობლებს ადგილობრივი სპეციალისტი არტურ პეტროსიანი წვრთნის. სომხებიც იმედოვნებდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას, მაგრამ სრული ფიასკო განიცადეს.

მონტენეგროსა და ყაზახეთს შინ მოუგეს, ამ უკანასკნელთან გასვლაზე ფრედ ითამაშეს, აი, დანარჩენი მატჩები კი წააგეს.

ჯერჯერობით მთავარ პოსტზე კვლავ პეტროსიანი რჩება, რომლის დარჩენასაც ნაკრების ლიდერი ჰენრიხ მხითარიანი უჭერს მხარს.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პოლონეთი 10 8 1 1 28-14 25
2. დანია 10 6 2 2 20-8 20
3. ჩერნოგორია 10 5 1 4 20-12 16
4. რუმინეთი 10 3 4 3 12-10 13
5. სომხეთი 10 2 1 7 10-26 7
6. ყაზახეთი 10 0 3 7 6-26 3

* * *
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ლიტვის ნაკრებს ადგილობრივი მწვრთნელი ედგარას იანუსკასი წვრთნიდა.

ლიტვამ ჯგუფი 6 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა. იანუსკასი შეგირდებმა 1 მატჩი მოიგეს, 3 შეხვედრა ფრედ ითამაშეს და 6 წააგეს.

როგორც ცნობილია, ლიტვაში ახალი მწვრთნელის მიწვევას ფიქრობენ.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 10 8 2 0 18-3 26
2. სლოვაკეთი 10 6 0 4 17-7 18
3. შოტლანდია 10 5 3 2 17-12 18
4. სლოვენია 10 4 3 3 12-7 15
5. ლიტვა 10 1 3 6 7-20 6
6. მალტა 10 0 1 9 3-25 1

* * *
ებრაელი გულშემატკივრები და ჟურნალისტები ისრაელის ნაკრებიდან ელიშა ლევის გაშვებას მოითხოვენ.

G ჯგუფში ისრაელმა მე-4 ადგილი დაიკავა, არადა, ნაკრების მწვრთნელი მათ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას ჰპირდებოდა.

ისრაელმა 4 თამაში მოიგო და 6 წააგო, ებრაელების ჯგუფში კი ესპანეთი და იტალია იყვნენ. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ისრაელის ფეხბურთის ფედერაცია, ამ დღეებში გახდება ცნობილი.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 10 9 1 0 36-3 28
2. იტალია 10 7 2 1 21-8 23
3. ალბანეთი 10 4 1 5 10-13 13
4. ისრაელი 10 4 0 6 10-15 12
5. მაკედონია 10 3 2 5 15-15 11
6. ლიხტენშტაინი 10 0 0 10 1-39 0

* * *
6 თამაშის შემდეგ გაუშვეს კრისტაკის კრისტოფურო, რომელიც კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი იყო.

მან საკვალიფიკაციოს დაწყებიდან პირველი სამი თამაში წააგო, ორჯერ მოიგო გიბრალტართან და ერთიც ფრე ითამაშა. საბოლოოდ კვიპროსმა 10 ქულით ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 10 9 1 0 43-6 28
2. საბერძნეთი 10 5 4 1 17-6 19
3. ბოსნია 10 5 2 3 24-13 17
4. ესტონეთი 10 3 2 5 13-19 11
5. კვიპროსი 10 3 1 6 9-18 10
6. გიბრალტარი 10 0 0 10 3-47 0

* * *
ფინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შვედი ჰანს ბაკე ოთხი მატჩის შემდეგ გაუშვეს. ბაკემ კოსოვოსთან მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო შემდეგ ზედიზედ სამჯერ დამარცხდა.

ფინეთის ფედერაციის მხრიდან ეს სწორი გადაწყვეტილება გამოდგა, მაგრამ დაგვიანებული. გუნდში ადგილობრივი სპეციალისტის, მარკუს კანერვას მოსვლის შემდეგ ფინელებმა პირველადგილოსანი ისლანდია დაამარცხეს და საბოლოოდ 2 მოგებით, 3 ფრით და 5 წაგებით მე-5 ადგილზე გავიდნენ.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ისლანდია 10 7 1 2 16-7 22
2. ხორვატია 10 6 2 2 15-4 20
3. უკრაინა 10 5 2 3 13-9 17
4. თურქეთი 10 4 3 3 14-13 15
5. ფინეთი 10 2 3 5 9-13 9
6. კოსოვო 10 0 1 9 3-24 1

* * *
როგორც ვხედავთ იმ ნაკრებებსაც კი, რომლებსაც თუნდაც მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდათ, ახალი მწვრთნელები ჰყავთ.

იმ ნაკრებებში, სადაც მთავარმა მწვრთნელებმა შესარჩევის დასაწყისშივე ვერ აჩვენეს მისაღები შედეგი, ცვლილებები განხორციელდა. მაგალითად, ბელორუსის ნაკრების მწვრთნელი, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებთან ფრე ითამაშა და გაუშვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაისსაც იგივე სტატისტიკა ჰქონდა, წააგო პირველი ორი მატჩი და ორი ფრე ითამაშა, მათ შორის 1:1 მოლდოვის ნაკრებთან.

გამოსარჩევია მეორე ფაქტიც, სადაც ნაკრების მწვრთნელებმა შედეგი ვერ დადეს და თვითონვე გადადგნენ. მაგალითად, აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელი, რომელმაც ჩათვალა, რომ გულშემატკივარს იმედები გაუცრუა. არადა, 10 ქულა და სამი მოგება ჰქონდა, ჩვენ კი ერთი გამარჯვებაც სანატრელი გაგვიხდა...

ისრაელის ნაკრების ქომაგი სულაც იმაზეა განაწყენებული, რომ გუნდი ესპანეთსა და იტალიასთან მეტოქეობაში ვერ გავიდა ჯგუფიდან. საქართველოს ნაკრებში კი, რომელიც უფავორიტო ჯგუფში მოხვდა და მაინც ვერაფერს მიაღწია, მწვრთნელს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ...

მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპული ზონის შესარჩევში 9 ჯგუფი იყო და მე-5 ადგილზე გასულ ნაკრებებს შორის ქულების რაიოდენობის მხრივ ბოლო ადგილს ვიკავებთ. ვაისის დამოძღვრილების მხრიდან "კარგი თამაში", ეტყობა, არ არის საკმარისი საერთაშორისო დონეზე რაიმეს მისაღწევად...
მკითხველის კომენტარები / 39 /
ვაისი კარგი სპეციალისტია,სად მუსჰაობენ საკარტველოდან სპეცილისტები,კაზახსტან,უზბეკისტან,აზერბაიდჯან,კეცბაია 5 ტურის სჰემდეგ გაუსჰვეს ორენბურგიდან 2 ლიგა რუსეთი....
otar
14 ოქტომბერი 2017 05:33
1
ძაანაც სწორეა რო ტოვებენ რა . ეხლა კიდევ შეცვალე. მერე კიდევ და რეკორდი გვაქვს დამყსრებული ამ მწვრთნელების ცვლაში და შედეგი უფროდაუფრო უარყოფითი. უნდა დარჩეს და გააგრძელოს თუ ცხადაძეს არ დანიშნავენ.
კახა
14 ოქტომბერი 2017 05:15
1
ჯინაზე გვიკეთებენ. კობიაშვილი არის ნაცების კაცი, თავიდანვე მაგათი მხარდამჭერი იყო. პლიუს გერმანიაში განიცადა დიდი "გერმანიზაცია" და უკვე აქვს შესაბამისი ავადმყოფური მოთხოვნები, რადგან აზროვნებს გერმანულად და ძალიან ძალიან, ძალიან "ევროპულად." ვაისს ხელახლა მხოლოდ იმიტომ გაუფორმა რომ არის უცხოელი და მისთვის "მისაღები" კანდიდატი, თუნდაც შემდეგ ციკლშიც ყველა თამაში წააგოს. ასაკობრივ ნაკრებებს ვინ გადააცვა გერმანიის ფორმა?! რახან ცივილიზაცია გერმანიაში ნახა, ეხლა ყველაფერი უნდა გერმანულად და მაგეთები რომ მიუშვა ჯერ მთელ საქართელოს გადააქცევენ გერმანიად გადააქცევენ და მერე მიუერთებენ საერთოდ გერმანიას. ასეთია მაგათი გაქანება თუ ხელი არაფერმა არ შეუშალათ.

რეალურად კი, როცა ისედაც ნათელია რომ ჯერჯერობით სპორტულად მნიშვნელობა არა აქვს ნაკრებს მწვრთნელი ქართველი ეყოლება თუ უცხოელი, რაზე უნდა უხადო უცხოელს უფრო მეტი რაში უნდა ყარო ფული როცა შეიძლება იყოს ქართველი და უფრო გასაგები, მითუმეტეს როცა გვყავს ვაისზე არანაკლები ძლიერი სპეციალისტი და პროფესიონალი კახა ცხადაძე, რომელსაც ვაისი თვითონაც აღიარებს.

თუკი ვინმე საქართველოს ნაკრებში დარჩება მუდმივად, ის უნდა იყოს ქართველი და იცხოვროს საქართველოში. ასეა ეს.
12dartyma
14 ოქტომბერი 2017 01:38
7
ძაან აცდენილები ვართ შესაძლებლობებს და მიზნებს შორის...

ჩვენი ფეხბურთის, სპორტული ჟურნალისტიკის და ქომაგობის დონე ცალსახად თანაბარია.
Unity
14 ოქტომბერი 2017 01:30
0
ალბათ კობიაშვილი ცხადაძეს არ მოიყვანს და სხვა ქართველი არ გამოდგება. ამიტომ ჯობია დარჩეს ვაისი. კობიაშვილი წავა, მუდმივი არავინ არაა , ცხადაძე მეტ გამოცდილებას მიიღებს, სიბრძნე მოემატება , უფრო მაგარი გახდება და დაბრუნდება. ვაისი დინჯი ,წესიერი ,კულტურული კაცია, გუნდში სიმშვიდეა, თამაში ყველას უნდა, არავინ არ ჩხუბობს და ნერვიულობს , თუ გვეყოლება უკეთესი ფეხბურთელები ,შედეგიც მოვა,მითუმეტეს ჭ კლასში გადაგვისროლეს და იქ მაინც მოვიგებთ რამდენიმე თამაშს. დრო მოვა ბარსელონაც ჩვენს ჯგუფში იქნება ანუ კატალონია, მალე მოვა საქ. ჩემპიონატის დონეზე, რადგან ადამიანების სისულელეს ზღვარი არ აქვს. ეს ეხება აბხაზებსაც










ვნახოთ
14 ოქტომბერი 2017 00:45
4
როგორ უნდა დატოვოთ ის ადამიანი რომელიც იტყვის თავის ფეხბურთელებზე ნახეთსად თამაშობენო. დანიშნეთ ქართველი და მაგაზე კარგი შედეგე ექნება თუ არა და მაგ შედეგს კველა ქართველი მწვრთნელი დაგიდებთ
დავითი
13 ოქტომბერი 2017 23:44
5
აქ საქმე შედეგზე კი არ არის ანუ სხვა მწვრთნელი დადებს თუ არა შედეგს., არამედ პრინციპში,რომ ასეთი შედეგის მქონე მწვრთნელს საქართველო ვერ შეეგუება რა არის აქ გასარჩევი მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ საფეხბურთო პრეტეზიები მაინც გვაქ და უნდა გვქონდეს კიდევაც ისეთ ფეხბურთელები გვყოლია ბოლოსდაბოლოს,ამაშია საქმე და მომავალშიც ვერ შევეგუებით ასეთ გასტრალიორებს,რომელთაც ქართული ფეხბურთის ისტორიაც კი არ იციან.
zviadi
13 ოქტომბერი 2017 23:25
1
დანიშნეთ ქართველი შედარებით წარმატებული ნებისმიერი მწვრთნელი,უკეთესი შედეგი ნამდვილად იქნება.
terjola
13 ოქტომბერი 2017 20:20
19
21 წლამდე ნაკრებუ ხო აშენდა ქართული მწვრთნელითმ ფარერები 1-3
ლევანი
13 ოქტომბერი 2017 20:53
1
დანიშნეთ ქართველი შედარებით წარმატებული ნებისმიერი მწვრთნელი,უკეთესი შედეგი ნამდვილად იქნება.
terjola
13 ოქტომბერი 2017 20:19
15
იურგენ, ბუნებაში კარგად ვერ ერკვევი. ასაკობრივმა ნაკრებებმა ყველაზე დიდი წარმატებები გიორგი დევდარიანის და ვასილი მაისურაძის ხელში მიაღწიეს, რატომღაც არ იმახსოვრებთ იმას რაც არ გსიამოვნებთ. მთავარ ნაკრებშიც ყველაზე წარმატებული მწვრთნელები ქართველები იყვნენ, ყველაზე კლოუნები კი უცხოელები. ყიფიანის შედეგი ვერავინ ვერ გაიმეორა, ვერც ახალკაცის შედეგი გეღირსებათ შენნაირად მოაზროვნეებს. ქეცბაია რომ ქეცბაიაა ეგ ჯობია ნებისმიერ უცხოელ მწვრთნელს ვისაც კი უმუშავია. კაცმა ვერცერთი თამაში ვერ მოიგო და გონება მაინც ვერ გაგეხსნათ, კიდე იგივე დარდუბალაზე იტრიალოთ ეგრე სადაა ეგრე არ წავა.
12dartyma
14 ოქტომბერი 2017 01:45
4
ეგეთი ბუნებაში არსებობს საერთოდ? რა წარამტებულ ქართველ მწვრთნელზეა საუბარი? ეგ კი არა თუ რამე შედეგი უნდათ ახალგაზრდულ ნაკრებშიც უცხოელი უნდა იყოს.
გიორგი
13 ოქტომბერი 2017 20:47
2
თქვენი გამკვირვებია ხალხო...
როდემდე უნდა ვიბრმავოთ თვალები: 25 წელია ფეხბურთს კლავენ და ჩვენ კიდევ რაიმე შედეგს ველოდებით. ფარერების 21 წლამდელები განადგურებენ და აქ ხალხი იმ 21 წლამდელთაგან ზოგიერთი ვითომ „ვარსკვლავის“ გამოუძახებლობის გამო ვაისს აგინებდით.
ბავშვთა ფეხბურთში სანამ არ მოხდება სერიოზული ცვლილება, მანამდე 21 წლამდელებშ და ეროვნულ ნაკრებში ვერ ისწავლიან იმ უმარტივეს საფეხბურთო ელემენტებს რაც 12 წლამდე უნდა ისწავლონ. აქ კი გუნდის თავკაცზე ვმსჯელობთ :(
დავითი
13 ოქტომბერი 2017 20:17
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული