ერთა ლიგა დაკომპლექტდა: საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ევროპული ზონის შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშება დაკომპლექტდა. ტურნირის მონაწილე ევროპის 55 ნაკრები ოთხ: A, B, C და D ლიგებში განაწილდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრები, უეფას რეიტინგის გათვალისწინებით, D ლიგაში მოხვდა, რომლის მონაწილეები ასევე არიან: აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელორუსი, სომხეთი, ლატვია, ფარერები, ლუქსემბურგი, ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტეინი, მალტა, ანდორა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი.

D ლიგის გუნდები 4 ჯგუფში გადანაწილდებიან. ჯგუფის გამარჯვებულები შემდეგ გათამაშებაში C ლიგაში აღზევდებიან.

ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები, რომლებიც ევრო 2020-ზე
ვერ მოხვდებიან, 2020 წლის მარტში პლეი-ოფის სისტემით ევროპის ჩემპიონატის საგზურს გაითამაშებს.

ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2018 წლის 24 იანვარს, ლოზანაში გაიმართება.

I ტური: 6-8 სექტემბერი 2018
II ტური: 9-11 სექტემბერი 2018
III ტური: 11-13 ოქტომბერი 2018
IV ტური: 14-16 ოქტომბერი 2018
V ტური: 15-17 ნოემბერი 2018
VI ტური: 18-20 ნოემბერი 2018.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ძალიან არ მინდა ამის თქმა მაგრამ,აქაც არაფრია გადაწკვეტილი,მაკედონია,ლუქსემბურგი,სასომხეთი აზერები და ბელორუსია თქვენ ფიქრობთ რომ საქართველო უპირობო ფავორიტია???? მე არ ვარ ის ვინც ვერ ხედავს რაგაც პატარა პროგრესს ამ ბიჭების თამაშში და მინდა რომ არ გავიდნენ ამ ლოგაში თავდაჯერებულები თორე მოლდოვის მაგალითი არც ისე დიდი ხნის წინ იყო
Mamuka
11 ოქტომბერი 2017 21:39
0
4 გუნდიანი ჯგუფები იქნება
ნიკ
11 ოქტომბერი 2017 21:35
1
მაინტერესებს სულ ჯგუფში რამდენი გუნდი იქნება ან საქართველო რომელ ჯგუფში მოხვდება ნეტა ჩემი აზრით ჯგუფში უნდა იყოს 6 გუნდი ხო მომწერეთვინმემ
gurami
11 ოქტომბერი 2017 20:56
2
4 გუნდიანი ჯგუფები იქნება
ნიკ
11 ოქტომბერი 2017 21:34
0
რა აზრი აქვს ესეთ ევროპირველობაზე გასვლას
c
11 ოქტომბერი 2017 20:04
5
ყოველთვის ვერიდები კრიტიკას ჩვენი ფეხბურთელების, მაგრამ თუ ასეც ვერ გავიდნენ ევროპის ჩემპინატზე ყველას გთხოვთ დაანებეთ ფეხბურთს სხვა ხელობა და პროფესია აირჩიეთ, თავმოყვარეობა იქონიეთ
ზიზუ
11 ოქტომბერი 2017 17:42
3
ესეთი ლოგიკით, ევროპის 30-მდე ქვეყანამ უნდა დაანებოს ფეხბურთის თამაშს თავი. ითამაშონ რას ერჩი, ჩვენც ნუ მოვიშლით ნერვებს. შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ვეღარასოდეს გავალთ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე.
შოთა
12 ოქტომბერი 2017 09:30
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული