ვლადიმირ ვაისი: თუ გოლი არ გაიტანე, თამაშს ვერ მოიგებ

AutoSharing Option
სერბეთთან დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

9 ოქტომბერს გამართულ, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში სერბეთის ნაკრებმა ბელგრადში საქართველოს ეროვნულ გუნდს მინიმალური ანგარიშით სძლია - 1:0.

- სერბეთი-საქართველო 1:0 - კარგად ვითამაშეთ... სერბების ნერვებზე [VIDEO]
- სლავოლიუბ მუსლინი: საქართველომ უკეთ ითამაშა, ვიდრე ჩვენ

- ვულოცავ მოწინააღმდეგეს წარმატებას. სერბეთი ჯგუფში საუკეთესო გუნდი იყო. ჩვენი გუნდი დღეს ფანტასტიკური გახლდათ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი ხარისხი გვჭირდება. ასეთ სიტუაციაში თამაში ადვილი არაა. გოლის
გარეშე ვერ მოიგებ. მჯერა, ვითარებას გამოვსწორებთ.

- რას ელოდით სერბეთის ნაკრებისგან?

- სერბეთი შესანიშნავი გუნდია. მას ჰყავს ევროპული მასშტაბით გამორჩეული ფეხბურთელები - მატიჩი, ტადიჩი, კოლაროვი... ამ ფეხბურთელებისათვის შეიძლება ბოლო შანსი იყოს მომავალი მუნდიალი. კარგად ვითამაშეთ ნახევარდაცვაში, თუმცა გოლი კონტრშეტევაზე გავუშვით.

მადლობა ჩვენს მეკარეს, მან ფანტასტიკურად ითამაშა. გუნდს მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა. ჩვენ კარგი ნაბიჯი გადავდგით წინ. ესაა ძალიან ახალგაზრდული გუნდი. ვფიქრობ, მას კარგი მომავალი ექნება.

- საქართველოს ნაკრების მომავალზე რას იტყვით და თქვენს როლზე ამ მომავალში?

- ან ჰოს ვიტყვი და დავრჩები, ან არას. შევხვდები ფედერაციის ხელმძღვანელობას. მე ძალიან კარგი გუნდის მწვრთნელი ვარ, ისინი ყველა ეპიზოდში ბოლომდე იხარჯებიან.

ჩემთვის აუხსნელია, ჯაბა კანკავა როგორ მოემზადა ასეთ მაღალ დონეზე ინდივიდუალურად. ჩემთვის დაუჯერებელია, რომ ასეთი ფეხბურთელი დღეს უგუნდოდაა.

- რას იტყვით აბურჯანიას, ხოჭოლავასა და ჯიღაურის შესახებ?
- ყველა ფეხბურთელი, ვინც დღეს ითამაშა, არის ჩვენი ფეხბურთის მომავალი. არ იყო ამ მოთამაშეებისათვის იოლი დღეს სასტარტოში მოხვედრა. ყველამ კარგად გაართვა თავი ამოცანას.

- იყო თუ არა ეს თქვენი გუნდის საუკეთესო თამაში და რატომ თამაშობს საქართველო უკეთესად გასვლაზე, ვიდრე შინ?
- თუ სერბეთთან საშინაო მატჩს გავიხსენებთ, იქ კარგად დავიწყეთ და ანგარიში გავხსენით. სულ გვაკლია წამყვანი მოთამაშეები და დღესაც ასე იყო. ანანიძე, ოქრიაშვილი და მჭედლიძე არ გვყავდა - ეს ძალიან დიდი ძალაა.
მკითხველის კომენტარები / 43 /
რაც არის, ეგ არის. ამ გუნდმა თავისი მაქსიმუმი გამოავლინა. გინდა ანჩელოტი მოვიდეს - უკეთესად ვერ ითამაშებენ. თავდასხმა არ არის, თორემ ბურთს დიდი ალბათობით, ერთს მაინც გაუშვებ თამაშში. რა გახდა ერთი ფორვარდის გაზრდა?!
მერაბი
10 ოქტომბერი 2017 10:27
2
უნამუსოები ხართ! და სამარცხვინოები ! ფედერაციასთან ერთად!
მჯერა, ვითარებას გამოვასწორებთ
10 ოქტომბერი 2017 10:02
10
გავუშვათ ვაისი მაინც ტყვილა, ქართველს მაინც ვაშოვნინოთ ფული:)) შეგვიძლია კიდევ გავაუქმოთ ვაფშე ნაკრები და ეგ ბიუჯეტი სხვა სპორტს მოვახმაროთ...
kopia
10 ოქტომბერი 2017 09:37
12
რაში გახლდათ ჩვენი გუნდი დღეს ფანტასტიკური?
G 55
10 ოქტომბერი 2017 09:23
8
ჯიღაურს ბევრიწუნი ჰქონდა. ქვილითაიას კუნთები ვეღარ უძლებდნენ. ცენტრი მოსუსტდა -- აბურჯანიას ჯანი ვეღარ გასწვდა. რატომღა დაგვიანდა შეცვლები? დვალიშვილის გამოცდილება ქაოსის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ეგ ანარიშის შენარჩუნებისათვის, თორემ თავზეხელაღებულობა და თავზეხელაღებული ჭანტურია იყო უკვე საჭირო.
შეცვლა არ მოხდა დროზე სერბეთის პირველ თამაშსიც. აზრო შეცვლები მოლდოვასთან. დაგვიანდა უელსთანაც...
ისე, ავსტრიასთან, მოლდოვასთან, პრველ ირლანდიასა და მეორედ უელსთან გოლები ლორიას ნამუსზეა და მისი დამყენებელის -- ლორია მოსაშუალო-მარა-თლა-ვერ-საშუალო მეკარის ასაღებს იღებს თუ იღებს და მოსაშუალო-მარა-თლა-ვერ-საშუალოს ასაღებს უშვებს როცა უშვებს.
ვაისა უნდა წავიდეს.
Kurt kurtis
10 ოქტომბერი 2017 06:15
5
ნუ უყურებ ფეხბურთს . გადადი სხვა სპორტზე. ჩვენ ვინც გავუშვით მსოფლიოზე გაიყვანა ნაკრები. და მწვრთნელი არაფერ შუაშია
A
10 ოქტომბერი 2017 10:08
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული