"შედეგი მომეთხოვება, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 6 ოქტომბერს, უელსთან მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია "დინამო არენაზე" გამართა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა უელსის ნაკრები მიიღო და 0:1 დამარცხდა.

- საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]

- წაგების მიზეზი იყო თუ არა ნახევარდაცვის ცენტრში უთამაშებელი ფეხბურთელების ყოფნა?
- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. სხვა გამოსავალი ამ მომენტისთვის არ გვქონდა, ძალიან ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი გვყავდა. ამიტომ იყო თამაშის ხარისხი დაბალი და გადამწყვეტ მომენტში ბოლო პასი გვაკლდა. ამ ფაქტორმა
მთელს საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდი პრობლემები შეგვიქმნა.

ჩემს ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ, რადგან ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ.

- როგორ აღიქვამთ თქვენს პროფესიულ კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის მოგების გარეშე ჩატარებას?
-
დიახ, მე ვარ მწვრთნელი და მომეთხოვება შედეგი, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები. ყაზახეთი, პოლონეთი, დანია და ა.შ.

ურთულესი თამაში იქნება სერბეთში. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ითამაშებს ჩვენი მომავალი მეტოქე ავსტრიაში. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე, მაგრამ ფაქტია, რომ სერბეთს უკეთესი მოთამაშები ჰყავს.

რა თქმა უნდა, მოლდოვასთან თამაში უნდა მოგვეგო, მაგრამ არ გაგვიმართლა. დანარჩენს რაც შეეხება, წარმატებისკენ სვლა ხანგრძლივი პროცესია და ეს მალე არ მოხდება.

- ამ ეტაპზე, პროგრესს ხედავთ ეროვნულ ნაკრებში?
-
რა თქმა უნდა, ქულების რაოდენობის მხვრივ არ არის პროგრესი, მაგრამ გუნდმა შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც კარგ დონეზე ჩაატარეს თამაში. შეცდომები ბევრია და მეც ვუშვებ შეცდომებს. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს პროგრესიც აქვს და პერსპექტივაც.

მე ვიქნები თუ არა მწვრთნელი, საქართველოს ნაკრები შემდეგ საკვალიფიკაციოზე შეძლებს წარმატების მიღწევას, რადგან იქ სუსტი გუნდები იქნებიან.

- თქვენ ამბობთ, რომ ძლიერი ამარცხებს სუსტს. მაგრამ თქვენვე დააწერინეთ ისტორია სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს, სადაც ძლიერები დაამარცხეთ. რატომ ვერ ვაკეთებთ ამას ჩვენ?
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სლოვაკეთის ნაკრები არის ძალიან ძლიერი გუნდი და უკეთესი რეიტინგიც აქვს. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება ხოლმე, როგორც გვინდა...

- როდესაც პრაქტიკას გულისხმობთ, როგორ შეაფასებდით ჯაბა კანკავას 90 წუთს, არ იყო ეს შეცდომა? რატომ ვიგვიანებთ შეცვლებს, ხომ არ ჯობდა მეტ შემტევ ფეხბურთელს ეთამაშა?
-
ყველანაირად ვეცადეთ, რომ შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა და მომენტები შეგვექმნა. ვფიქრობ, ჯაბა კანკავამ კარგად ჩაატარა ეს თამაში, შესანიშნავი პროფესიონალია და იმსახურებს, რომ კარგ გუნდში ითამაშოს. სხვა ვერაფერს ვიტყვი.

- როგორი ტაქტიკით ითამაშებთ სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ?
-
ტაქტიკას ყველა თამაშისთვის ვცვლით. რაც შეეხება სერბეთთან თამაშს, რამდენიმე ცვლილება აუცილებლად იქნება.
მკითხველის კომენტარები / 111 /
თუ ჩვენ გულშემატკივრებმა ჟურნალისტებთან ერთად არ ამოვიღეთ ხმა ვაისს ისევ დატოვებენ.არ არის ცუდი მწვრთნელი მაგრამ ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს.არ აკეთებს შეცვლებს დროულად,ვერ იღებს ფებურთელებისგან მაქსიმუმს,ვერ მუხტავს საბრძოლველად,არასწორი ტაქტიკით ათამაშებს გუნდს თითქოს ეშინია შეტევის და ა.შ. ქართველი მწვრთნელია საჭირო, კერძოდ ცხადაძე.მაშინდელი გუნდი გაცილებით უფრო ძლიერი იყო.კობიაშვილი უნდა ვაიძულოთ რომ ვაისი გაუშვას და ქართველი დააყენოს.ჯურნალისტებო პირველ რიგში თქვენ უნდა იაქტიუროდ,დაწერეთ ბოლო დროის მწვრთნელების შედეგები და გამოჩნდება ვინ ვის ჯობია.
ვარლამი
07 ოქტომბერი 2017 16:38
4
მართალს ამბობს - ჩვენს ეროვნულ ნაკრებს შედარებით წარმატებები მაშინ ქონდა როცა ფეხბურთელების წამყვანი ნაწილი ევროპის მეტნაკლებად ძლიერ გინდებში თამაშობდა - ეხლა კიდე მარტო რუსეთის ჩემპიონატში მონაწილე ლეგიონელების იმედად ვართ - დაბალია რუსეთის ჩემპიონატის დონე და შესაბამისად დაბალია იქ მოღვაწე ლეგიონერების კვალიფიკაციაც!
brola*
07 ოქტომბერი 2017 16:28
8
ხო იცოდა სადაც მოდიოდა? არ არის ცუდი მწვრთნელი მაგრამ საერთოდ რატომ უნდა ვიხადოთ მინიმალურზე მეტი როდესაც ამ შემადგენლობით წარმოუდგენელია რაიმე ღირსეულის მიღწევა.
gia
07 ოქტომბერი 2017 16:27
4
რატომ ცემთ სულ სხვა პასუხს და თავს არიდებთ კითხვას, გამართლება რა შუაშია, როცა 2 თამაშს ითამაშებ მოლდოვასთან და ერთს ვერ მოიგებ?! ისლანდიას რა ფეხბურთელები ყავდა პლეიოფში რომ გავიდა ევროპის ჩემპიონატის?! ან ესტონეთს საერთოდ თუ არ ვცდები 2014 გავიდა მეორე ადგილზე... გადაავლეთ თვალი მაინც რა გუნდებს აქვთ გამარჯვება და ჩვენ არა!
svan
07 ოქტომბერი 2017 16:26
2
თავიდანვე ბარსელონაში და რეალში ვერავინ ითამაშებს,ფერთელებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული,საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზეა აქ ლაპარაკი, ისეთ გუნდებში გადავლენ ხოლმე და მერე იქაც ვერ თამაშობენ, ეს მერე ნაკრების თამაშზე აისახება ხოლმე.ამ პრობლემას ნაკრების მწვრთნელი ვერ უშველის, ეს თვითონ ფეხბურთელის პრობლემაა.კვეკვესკირი, გვილია უთამაშებლები არიან,კანკავა კი საერთოდ უგუნდოდაა,ეს კი ჩვენი ნაკრების ნახევარდაცვაა, ასეთ შემთხვევაში ძნელია 90 წუთი მაღალ დონეზე ჩაატარო,მოწინააღმდეგე კი პრემიერლიგაში კარად ნაწრთობი ფეხბურთელებით გეთამაშება და შედეგიც სახეზეა, ამაში გასაკვირი არც არაფერია რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს ეს.ფეხბურთელებმა ბევრი უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე ყველა მიმართულებით, აქ პროფესიონალიზმიც გადამწყვეტ როლს თამაშობს.
bebeto
07 ოქტომბერი 2017 16:17
4
რაღაც ძალიან საეჭვოდ ეხვეწებიან ამას დარჩი დარჩიო.,,
ბ_-
07 ოქტომბერი 2017 16:09
2
ცეცაძე ნაკრებში სასწრაფოდ...
gio
07 ოქტომბერი 2017 15:49
6
კალატბურტსაც გადაედო ფეხბურტის სი9ნდრომი ფედერაციას მარტავენ ბოისები
შოთა გუგეშაშვილი
07 ოქტომბერი 2017 15:43
3
წავიდეს ვაისი რა გახდა მისი გაშვება, რატო უნდა დარჩეს რის გამო, მიზეზს ვერ ვპოულობ, რა ვეღარ გაძღა, ახლა სხვა გავაძღოთ და ეგება რამე შედეგსაც გამოვკრათ ხელი
iohan boskampi:))
07 ოქტომბერი 2017 15:37
2
ვაისის წასვლა საქმეს არ გამოასწორებს, გაუშვათ ვაისი ეს ყველაზე მარტივია ...ვაისამდე რამდენი მწბრთნელი გაუშვით,მაგრამ არაფერი გვეშველა...აქ პრობლემა ფეხბურთელების კვალიფიკაციაშია,მათ არასწორ დამოკიდებულებაშია ფეხბურთისადმი..ჩვენი ფეხბურთელები საშინაო დავალებას 2-იანზე ასრულებენ..ფეხბურYის თამაშის ცოდნა ძალიან ცუდი აქვთ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი 20 ათასი ექიმისათვი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებას აპირებს და მე ვთხოვ სპორტის კომიტეტს ფეხბურთელებსაც მოვთხოვოთ საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაბარება...თორემ დაგვაწყდა ნერვები ამდენი წაგებული ტამაშის შემყურე..
NIKOLA
07 ოქტომბერი 2017 16:38
1
მართალია ვაისი,სად თამაშობენ და რას თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები,აქ პრობლემა ფედერაციის მიერ ფეხბურთელების აღზრდის არასწორ მიდგომაშია და გზა რომლითაც ფედერაცია ავითარებს ფეხბურთს კარგად ჩანს როგორც ძირითადი ისე ასაკობრივი ნაკრებების შედეგზე,ასევე ადგილობრივ ჩემპიონატზეც....ჩვენი ფეხბურთელები რომ გაუკუღმართებულად თამაშობენ ფეხბურთს და რაღაცეების აზრზე რომ არ არიან ეს ვაისის ბრალი ნამდვილად არაა,ეს ფეხბურთის არასწორი განვიტარების ბრალია...10 ფერგიუსონი და 10 ახალკაცი რომ დააყენო ნაკრების სათავეში მაინც არაფერი გამოვა, რადგან ჩანასახში არასწორედ ვითარდება ფეხბურთი საქართველოში და ეს შედეგზეც აისახება
nikola
07 ოქტომბერი 2017 14:47
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული