გურამ კაშია: სწორედ ესაა საქართველოს ნაკრების პრობლემა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ ირლანდიასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ევრობასკეტზე მოთამაშე ქართველ კალათბურთელებს წარმატება უსურვა, ფეხბურთელთა ნაკრებში კი სათამაშო პრაქტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს ირლანდიასთან დღეს, 2 სექტემბერს, "დინამო არენაზე" ჩაატარებს. შეხვედრა 20:00 სთ-ზე დაიწყება.

- საქართველო VS ირლანდია - ნუ ვიფიქრებთ ციფრებზე!
- ვლადიმირ ვაისი: გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს და ბოლომდე დაიხარჯება

"მინდა კალათბურთელებს დიდი წარმატება მივულოცო, ვარჯიშის მერე რაც მოვასწარით, ყველამ ვუყურეთ. გვეამაყება ყველა წარმატება, თუნდაც 19-წლამდე ნაკრები, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

ერთ ტაიმის მაღალ დონეზე თამაშის მიზეზი სხვადასხვაა, რისი დასახელებაც შემიძლია, იგივე სათამაშო პრაქტიკის არქონა. როდესაც არ თამაშობ კლუბში სისტემატურად, რთულია ითამაშო ნაკრებში 90 წუთი. სამწუხაროდ, ბევრ ფეხბურთელს არ გვაქვს, ან არ აქვს ეს პრაქტიკა, ეს არის სწორედ ჩვენთვის პრობლემა, ეს არის პრობლემა მწვრთნელისთვისაც.

უნდა შევეცადოთ უკეთესად თამაში შევძლოთ და ეს პირველ რიგში შედეგში ავსახოთ" - აქვეყნებს არნემის "ვიტესის" კაპიტნის ნათქვამს სფფ-ის პრესსამსახური.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული