ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თბილისის "დინამო" დავით სხირტლაძემაც დატოვა - დედაქალაქური გუნდის ყოფილი კაპიტანი თურქეთში წავიდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" კაპიტანი დავით სხირტლაძე 6-თვიანი იჯარით თურქეთის პირველი ლიგის (რანგით მეორე დივიზიონი) ბინადარ "ქოჯალეისპორში" გადავიდა, სადაც ორი ქართველი გიორგი ბერიძე და გიორგი ხარაიშვილი ირიცხება. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონმა გუნდმა თავად გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ თურქულ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.

"ქოჯალეისპორი" სუპერ ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის და 21 ტურის შემდეგ 42 ქულით მესამეა, ლიდერ "ეიუპსორს" კი 7 ქულით ჩამორჩება.